LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში დამხმარე სათავსო აფეთქდა

41

გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცირე აფეთქება მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დამხმარე სათავსო იყო და ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ერთი კედელი დაზიანდა. დაშავებული არავინ არაა,“ –  აღნიშნეს სააგენტოში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზარალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები