LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება

37

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ცოტა ხანში ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ.

ადგილზე რჩებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და სპეციალური დანიშნულების რაზმი. პერიმეტრი ისევ გადაკეტილია და სამართალდამცველების მიერ მკაცრად კონტროლდება. კრიმინალისტებთან ერთად ადგილზე მუშაობენ სამედიცინო ექსპერტებიც, რომლებიც გარდაცვლილების ცხედრებს სწავლობენ.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები