LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩიანში მამაკაცის წამებისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

61

ქვემო ქართლში, სოფელ გაჩიანში, მამაკაცის წამების ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის წამების საქმეზე სულ ხუთი პირია დაკავებული.

დაკავებულებსაღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმეზე გამოძიება 114-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

თავად დაზარალებულის სიცოცხლეს ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები