LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემა არ დახურულა, კვირაში 7-ჯერ იქნება – “დასაბამიდან სასუფევლამდე” გადაცემის წამყვანი გიორგი ასათიანი

504

ხარისხის არხზე გადაცემა “დასაბამიდან სასუფევლამდე” არ იხურება, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემის ავტორმა და თანაწამყვანმა, გიორგი ასათიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, იცვლება გადაცემის ფორმატი და მას ერთობლივად მხოლოდ თვეში ერთხელ წაიყვანენ.

“ინფორმაცია, რომ გადაცემა იხურება, აბსოლუტურად არასწორია. კვირაში 4 გადაცემა იყო და ახლა იქნება კვირაში 7. აქედან პარასკევს და შაბათს ვიქნებით ცალ-ცალკე ორ-ორი გადაცემა იქნება და თვეში ერთხელ ისევ ერთად”, – განაცხადა გიორგი ასათიანმა.

მისივე თქმით, ფორმატის ცვლილების მიზეზი სატელეფონო ზარებია, რომელიც ეთერში შედის და გადაცემების უმრავლესობის ცალ-ცალკე წაყვანაც ამიტომ გადაწყვიტეს.

“ძალიან ბევრი ზარი შემოდის, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდილდება და ამისგან რომ თავი დავიზღვიოთ. ამ ეტაპზე გადაცემა არ გადის, ბოლო გადაცემა შაბათს იყო და დავაანონსეთ, რომ აღარ იქნებოდა, სექტემბრიდან განახლდება,” – განაცხადა გიორგი ასათიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები