LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ივნისს, ნოდიკო ტატიშვილი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოპროექტით წარდგება

4

30 მაისს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის “არტ-FM”-ის სტუმარმა, მომღერლებმა ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, სოფო ხალვაშმა და სოფო გელოვანმა, 10 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს, რომელიც  ალექსანდრე ბასილაიას 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.

– ნოდიკო, რამდენად რთული აღმოჩნდა ამგვარი, მართლაც გრანდიოზული კონცერტის მოწყობა?

– ჩემი სოლო კონცერტი “ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა” , ბატონ ალექსანდრე ბასილაიას – ლეგენდარულ კომპოზიტორს ეძღვნება, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნასაკუთარი მუსიკით ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. რა თქმა უნდა, ამგვარი კონცერტის მოწყობა საკმაოდ რთული და მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ. ძალიან კარგად ვიცნობდი ბატონ ალექსანდრეს, მის კვიტეტში ვმღეროდი და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი ბაბუა იყო. უზარმაზარი ამაგი აქვს ბატონ ალექსანდრეს ჩემზე, კვინტეტის ყველა წევრზე და შესაძლოა სწორედ ეს მაძლევს ძალას მოვაწყო კონცერტი და სიამოვნებით ვუმასპინძლო მსმენელს მისი მუსიკით. აღსანიშნავია, რომ კონცერტში სიმფონიურ ორკესტრთან და ინსტრუმენტალურ ბენდთან ერთად ჩემი კოლეგებიც მიიღებენ  მონაწილეობას.

– საინტერესოა, თქვენთან ერთად, ვინ წარსდგება ქართველი მელომანების წინაშე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კონცერტზე ყველასთვის ცნობლი და საყვარელი სიმღერების ახალი ვერსიები გაჟღერდება. მონაწილეთა შორის კი, მარიამ როინიშვილი, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში, თიკა მახალდიანი და სოფო გელოვანი იქნებიან. ძალიან მიხარია, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად ვაწყობ და ყველა ერთად შევასრულებთ ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

– სალომე, თქვენთვის რას ნიშნავ ამგვარ კონცერტში მონაწილეობა?

– ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ნოდიკოსთან ერთად მუშაობა და განსაკუთრებით ისეთ პროექტზე, როგორც ბატონი ალექსანდრეს საიუბილეო კონცერტია, რადგან მისი შემოქმედება მეც  ისევე ძალიან მიყვარს, როგორც ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ამ მართლაც ბრწყინვალე კომპოზიტორის მუისკა. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა ამგვარ კონცერტში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ კონცერტებით განებივრებული, ახლა კი, მართლაც უმშვენიერეს საღამოს ვუმზდებთ ალექსანდრე ბასილაიას ყველა ასაკის თაყვანისმცემელს.

– (სოფო ხალვაში) ძალიან მიხარია, რომ ასეთი კონცერტი იმართება, რაც პირველ რიგში ნოდიკოს დამსახურებაა. სხვათაშორის, რომ მე და ნოდიკო ერთად ვმღეროდით ბატონი ალექსანდრეს კვინტეტში, პრაქტიკულად მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა დღესაც გრძელდება.

– (სოფო გელოვანი) ძალიან მიხარია, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ასეთ სასიამოვნოშ საღამოს აწყობს. მართალია, კონცერტი წლების წინ ერთხელ უკვე გაიმართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წელს ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები