LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

10

30 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი ნინო ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც 10 მარტს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა

– ნინო, სად და როდის გაიმართება თქვენი ახალი კონცერტი?

– საღამო 10 მარტს გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რადგან განსაკუთარებით მიყვარს ეს ადგილი. მართალია,  სივრცე დიდია, მაგრამ ძალიან მიყვარს მისი სცენა, რომელთანაც უამრავი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

– თქვენთან ერთად კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ კონცერტში?

– კონცერტამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მართალია გარკვეული გეგმები გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება.

– შესრულდება თუ არა საღამოზე კომპოზიციები ახალი ალბომიდან?

– საქართველოში საღამოს მოწყობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფანტასტიკური გარემოა მუსიკისთვის. რა თქმა უნდა, კონცერტზე ახალი ალბომიდანაც შესრულდება კომპოზიციები, თუმცა, რა ფორმით წარმოვადგენ ჯერ არ გადამიწყვეტია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები