LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლიდან ქართული პროდუქცია ხარისხით ევროპულს უნდა გაუტოლდეს – ვართ მზად?

ფერმერების უმეტესობამ საერთოდ არ იცის, რა ვალდებულებების აღება უხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 2020 წლიდან, ამის შესახებ რადიოფორტუნასგადაცემარაკურსშიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ირინა გურულმა ისაუბრა.

ცენტრმა ქვეყნის 5 რეგიონში ჩაატარა კვლევა, გამოკითხული 500 ფერმერიდან დაახლოებით 50%-მა საერთოდ არაფერი იცის ხელშეკრულებაზე, ხოლო ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს ინფორმაცია, კონკრეტულ ვალდებულებებზე საუბარი უჭირს.

ამასთან, ის ვალდებულებები, რომელიც უკვე ძალაშია, მაგალითად – პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა, ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება.

ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება 2020 წლიდან მოუწევს ყველას, იმის მიუხედავად, პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე, თუ ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. 3 წელიწადში ქართული პროდუქცია უნდა გაუტოლდეს ხარისხით ევროპის ქვეყნების პროდუქციას.

ირინა გურულის განმარტებით, ხელშეკრულება ვალდებულებებს ორ ნაწილად ჰყოფს – პირველადი მწარმოებლებისთვის და  გადამამუშავებლებისთვის.

პირველადი მწარმოებელი უნდა დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებლად, კერძოდ – ფერმერმა, რომელსაც სურს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე, უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის სააგენტოს და დაფიქსირდეს სურსათის მწარმოებლად.

რეგისტრაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ჰიგიენის ნორმების დაცვა, საწარმოო ტერიტორია უნდა იყოს სუფთა, გამოირიცხოს პროდუქციის დაბინძურება და ა.შ.

გურულის განმარტებით, შესაძლებელი უნდა იყოს პროდუქციის მიკვლევა პირველ წყარომდე და აუცილებელია, მუდმივი ჩანაწერების წარმოება – მაგალითად, რა პესტიციდებია გამოყენებული პროდუქციის მოყვანისას.

რაც ეხება სურსათის მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს, მათ მიმართ მოთხოვნები გაცილებით მკაცრია.

ირინა გურულის განმარტებით, ევროპული მოთხოვნები არ გულისხმობს აუცილებლად ბიოპროდუქციას. ფერმერების ნაწარმი, შესაძლოა,  იყოს შედარებით დაბალი ხარისხის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – მავნე.

გადაცემის ჩანაწერი

2020 წლიდან ქართული პროდუქცია ხარისხით ევროპულს უნდა გაუტოლდეს – ვართ მზად?

ფერმერების უმეტესობამ საერთოდ არ იცის, რა ვალდებულებების აღება უხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 2020 წლიდან, ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემა „რაკურსში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ირინა გურულმა ისაუბრა.