LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26-28 ოქტომბერს „ექსპო-ჯორჯიაში“ მულტიპროფილური სამედიცინო ფორუმი გაიმართება

2

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

20 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილს გადაცემას „პულსი“ გამოფენების ცენტრის „ექსპო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამომადგენელი თინა ლაღიძე და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერიანების თავჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო თინა, მართლაც გამორჩეული და საკმაოდ მასშტაბურია მულტიპროფილური სამედიცინო ფორუმი, რომელიც 26-28 ოქტომბერს გაიმართება. საინტერესოა, რა ღონიძიების გამართვას გეგმავთ ფორუმის ფარგლებში?

– წელს თბილისის ფორუმი მართლაც განსაკუთრებით მასშტაბური იქნება, რადგან იმ სამ საერთაშორისო გამოფენას გააერთიანებს, რომლებიც „ექსპო-ჯორჯიაში“ 2000 წლიდან იმართება. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ფორუმს, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს, სამედიცინო კოსმეტიკას, სტომატოლოგიასა და სტომატოლოგიურ მოწყობილობებს წარმოადგენს, უამრავი დამთვარიელებელი ეყოლება, რადგან ჯანმრთელობა ყველასთვის პრიორიტეტულია სოციალური ფენის და ასაკის მიუხედავად. მართალია, გამოფენის მთავარი მიმართულება სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარმოდგენა იქნება, რადგან დღეს სწორედ ეს სფერო განსაზღვრავს მედიცინის განვითარებას, მაგრამ აუცილებლად მოეწყობა სემინარები, ჩატარდება ტრენინგები და ვიზიტორებიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლებენ  შეთავაზებული ინოვაციების დათვარიელებასთან ერთად მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

– რამდენადაც ვიცი, დამთვარილებელს არა მხოლოდ ნახვის, არამედ გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ექნება?

– ფორუმი საგამოფენო ცენტრის ყველა პავილიონს მოიცავს, ძირითადი ღონისძიების პარალელურად სემინარები და კონფერენციები მოეწყობა, სადაც მედიცინის სფეროს წარმოამდგენლებს ინფორმაციის გაცვლის და მათთვის საინტერესო სემინარებსა თუ ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ , 27 ოქტომბერს კი, გამოფენის ფარგლებში ე.წ. „სტომატოლოგიური თბილისობა“ ჩატარდება უამრავი საინტერესო ღონისძიებით. აღსანიშნავია, რომ გამოფენას 12 ქვეყნის 60 კომპანია ესტუმრება, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამედიცინო აპარატურას წარმოადგენენ.

– ბატონო გიორგი, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიების გამართვა?

– ზოგადად, საზოგადოებისთვის ნებისმიერი, თუნდაც მცირე აქტივობა აუცილებელია,   ამგვარი ფორუმის გამართვა კი, გამოცდილ ექიმებთან ერთად, ახალბედა ექიმებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი თვალით ნახონ უფროსი კოლეგების მუშაობა და თავადაც გაუჩნდეთ საკუთარი ცოდნი გაღრმავებისა და სრულყოფის სურვილი.

– თქვენი ასოციაცია რა აქტივობებს გეგმავს ფორუმზე?

– ასოციაციში მისვლის დღიდანვე ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდებთან მუშაობაა, ამიტომ  პირველი კონფერენციაც სწორედ ახალ თაობასთან ურთიერიეთობას დაეთმობა. პირველი მომხსენებელი მე ვიქნები, რათა გავარკიოთ რა ფორმით შეიძლება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, მივაწოდოთ ინფორმაცია და გავაცნოთ თუ რის გაკეთებას და შეთავაზებას ვაპირებთ მათთვის. რა თქმა უნდა, კონფერენციას სხვა გამომსვლელებიც ეყოლება, რომლებიც ახალგაზრდებს მსოფლიო მეცნიერების თანამედროვე ხედვას წარმოაუდგენენ და შესაძლებლობას მისცემენ მოისმინონ ლექციების მათთვის საინტერესო პროფილით. ძალიან მინდა, რომ ჩვენმა უმცროსმა კოლეგებმა პროფესიის დაუფლება სწორედ ჩვენს გვერდით დაიწყონ.

– ქალბათონო თინა, „ექსპო-ჯორჯიასთვის“ თბილისის სამედიცინო ფორუმი უკვე ტრადიციად იქცა, როგორ შეეწყვეთ სამედიცინო სფეროს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

– ვფიქრობ, ფორუმმა კარგად აუღო ალღო და მაქსიმალურად გამოიყენა ის კომფორტული გარემო, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ვფიქრობ, ღონისძიებას მომავალ წელსაც ჩავატარებთ, სავარაუდოდ ახალ სფეროს ავირჩევთ, რადგან მედიცინას უნტირესო დარგი არ აქვს. თუმცა, ტრადიციას ნამდვილად არ ვუღალატებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები