LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 დეკემბერს საქველმოქმედო კონცერტი ბავშთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“ მიეძღვნება

4

26 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს ანიტა რაჭველიშვილი, თეო ჯორბენაძე და ნინა კიკნაძე სტუმრობდნენ.

– თეო, რას ეძღვნება თქვენი საქველმოქმედო კონცერტი?

– ალბათ იცით, რომ სპეციალურად ანიტასთვის ნიკოლოზ რაჭველმა ნაწარმოები შექმნა, რომლის პრემიერა “ლა სკალას” თეატრში შედგა. მართლაც დაუვიწყარი საღამო იყო, ანიტამ  პუბლიკის ოვაცია და დიდი მოწონება დაიმსახურა, მოგვიანებით კი, ნიკოლოზმა ნაწარმოების საორკესტრო ვერსია შექმნა. საღამოზე, რომელიც 27 დეკემბერს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ კულტურის სამინისტროს თანადგომით და “ხელოვანთა კავშირის” პარტნიორობით გაიმართება, ჰოსპისს მიეძღვნება და სწორედ ეს ნაწარმოები შესრულდება. აქვე მინდა ავღნიშნო ქალბატონ ნინა კიკნაძის, ჰოსპისის აქტიური ქომაგის საქმიანობა, რომელმაც სპონსორებს მიმართა და საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა. გარდა ამისა, ერთგვარი საახალწლო საჩუქრის სახით მაყურებელს 9 იანვრს დაგეგმილ კინომუსიკის საღამოზე ვეპატიჟებით, რომლის სპეციალური სტუმრები ნინო ქათამაძე და მარიო სტეფანო პიეტრო დარკი იქნებიან.

– ანიტა, როგორ შეიქმნა ნაწარმოები?

– ძალიან მინდოდა ნიკოლოზს ვოკალური ნაწარმოები შეექმნა, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ სპეციალურად ჩემთვის დაწერდა. ბრწყინვალე ნამუშევარი გამოვიდა, მართალია ცოტა მძიმე მოსასმენია, რადგან ზოგადად ძალადობას, პირველ რიგში კი, ჰოლოკოსტის თემას ეძღვნება, მაგრამ ტექსტი სხვადასხვა ენაზე მუსიკასთან ერთად საოცარ ემოციას იწვევს როგორც მომღერალში ისე მსმენელში.”ლა სკალას” პრემიერას არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც სიმართლე ვთქვა, ცოტა გამაკვირვა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ქართულ ჰანგებთან შერწყმული ევროპული მუსიკა საკმაოდ რთული აღსაქმელი იქნებოდა. თუმცა, იტალიელ მსმელელს არა უბრალოდ მოეწონა ჩვენი გამოსვლა, არამედ მთელი ციკლის მოსმენაც მოისურვა საორკესტრო ფორმატში. იმედი მაქვს, თბილისური პრემიერის შემდეგ, ნაწარმოები მთელ მსოფლიოში გაჟღერდება.

– ქალბატონო ნინა, რას წარმოადგენს ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”?

– პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სპონსორს და რა თქმა უნდა, ანიტას, ნიკოლოზსა და თეოს. ბავშვთა ჰოსპისი”ციცინათელათა ქვეყანა”, რომელიც არა ჩვეულებრივი საავადმყოფო, არამედ ოჯახური ტიპის კლინიკაა, შემოწირულობით გაკეთდა  და ძალიან თბილი, მყიდრო გარემო შეიქმნა უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ კლინიკა აბსოლუტურად უფასოა, რადგან “ღია საზოგადოების” სრულად აფინანსებს.

– ანიტა, სად გეგმავთ 2018 წელს პირველ გასტროლებს?

– 6 იანვარს ნიუ-იორკში “ტრუბადურის” რეპეტიციებს ვიწყებთ, თებერვალში კი უკვე სპექტაკლით წავრსდგებით მაყურებლის წინაშე. მოგვიანებით რომში მივემგზავრები, სადაც ჩემი დებიუტი შედგება სპექტაკლში “სოფლის ღირსება”, მერე კი, ევროპის სხვა ქალაქებში, მათ შორის ვენაში, ლონდონსა და პარიზში ვიმოგზაურებ, 2 მარტს კი, ჩემი პირველი დისკი გამოვა.

– განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ მეუღლესთან ერთად?

– მეუღლესთან ერთად ახალ წელს პირველად ორი წლის წინ შევხვდი. მართალია, ალკოჰოლს არცერთი არ ვსვამთ, მაგრამ შამპანური მაინც გავხსენით და პატარა ფეიერვერკი მოვაწყვეთ. წელს ნაძვის ხე არ გვექნება, რადგან ლეკვი გვყავს სახელად “ფრენკი” და როცა სახლში საოცრად აქტიური და მხიარული ძაღლია, ძალიან რთულია ნაძვის ხის დადგმა.

სხავათაშორის, ძალიან გული მწყდება, როცა ქალაქში უამრავ მოჭრილ ნაძვს ვხედავ, რომელთაც უამარვი ხალხის ჰყიდის და უამრავი ყიდულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები