LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წელის სცენაზე – ოპერის წინ თემურ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

7

30 იანვარს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ოპერის სოლისტი, ტენორი ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი სტმრობდა. 4 თებერვალს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და მრავალი პრემიის ლაურეატის თემურ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კი, სადღესაწაულო კონცერტი გაიმართება.

– ბატონო თეიმურაზ, პირველ რიგში გილოცავთ ვარსკვლავის გახსნას. უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ და დარწმუნებული ვარ, ვარსკვლავის გასხნის დღეც განსაკუთრებული იქნება. ვის შეხვდება მაყურებელი სადღესასწაულო საღამოზე?

– კონცერტში, ჩვენი თეატრის წამყვანი სოლისტები, მათ შორის ჩემი მოწაფეები თამაზ საგინაძე და გიორგი ჭელიძე მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება ჯაკომო პუჩის “ტოსკას” პირველი აქტი და რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზების” მეორე მოქმედება ვიქტორ პლასკინას დირიჟორობით. ასე რომ, მელომანებს თამამად შემიძლია ვუთხრა, რომ საღამო მრავალფეროვანი და მეტად სახალისო იქნება.

– 40 წელია სცენაზე ბრძანდებით, 3 ათასზე მეტ წარმოდგენაში მიიღეთ მონაწილეობა, 300-ჯერ შეასრულეთ არია პუჩინის ოპერიდან “ტოსკა” და ერთ თვეში 22-ჯერ იმღერეთ ოპერა “აიდა”. გაქვთ თუ არა განსაკუთრებით საყვარელი სპექტაკლი ან საოცნებო როლი, რომელიც ჯერ არ შეგისრულებიათ?

– რთული სათქმელია, რადგან სცენაზე ყოველთვის იმ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობ, რომელსაც ასრულებ და ზოგჯერ ძალიან ახლობელი ხდება, ზოგჯერ – ნაკლებად. ქართველ კომპოზიტორებს შორის ზაქარია ფალიაშვილს გამოვყოფდი თავისი უკვდავი ქმნილებებით “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”, ასევე ვიქტორ დოლიძეს ოპერით “ქეთო და კოტე”, ევროპელ კომპოზიტორებში, რა თქმა უნდა, პუჩინის და მის “ტოსკას” ავღნიშნავდი, რომელიც განსაკუთრებით ახლობელი გახდა ჩემთვის. ბოლოს ლეონკავალოს “ჯამბაზებზე” ვმუშაობდი, საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან საკუთარ თავს არასდროს ვთვლიდი დრამატულ ტენორად. სპექტკლს ბატონი თემურ ჩხეიძე დგამდა და სწორედ მან ამირჩია, არიის სწავლას ფრთხილად შევუდექი, მერე კი, ჩემს პედაგოგს, ბატონ ნოდარ ანდღულაძეს მოვასმენინე და როცა მოიწონა, მხოლოდ მაშინ დავიწყე დირიჟორთან და რეჟისორთან მუშაობა.

– არაერთხელ გამოსულხართ მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენაზე და პარტნიორებიც  არაჩვეულებრივი გყავდათ. ვისთან ისურვებდით კიდევ ერთხელ თანამშრომლობას?

– ლონდონში, ალბერტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში  ვემზადებოდი “ტოსკას” წარმოსადგენად. ჩემს კოლეგა მსახიობს, რომელიც იაპონელი აღმოჩნდა, მანამდე არასდროს შვხვედროდი, თუმცა ისე შემეგება, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. დაუვიწყარი მომენტი იყო, მით უფრო, რომ ძალიან სწრფად გავუგეთ ერთმანეთს და მეტად ჰარმონიული დუეტი შექმენით წინასწარი შეთანხმების და პრაქტიკულად რეპეტიციის გარეშე. ბევრი მივიღე კოლეგა ქალბატონისგან და ვფიქრობ, მანაც ბევრი ისწავლა ჩემგან. აუცილებლად გავიხსენებ ქართველ მომღერლებს, მათ შორის უფროს თაობას, რომელთა შემოქმედებაზე გავიზარდე, მოგვიანებით კი, პარტნიორობას ვუწევდი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ვარსკვლავის გახსნა?

– ვფიქრობ, ვარსკვლავის გახნა პირველ რიგში კოლეგების დაფასებაა, რადგან ხალხის აღიარება მხოლოდ წარმოდგენაზე მოსვლა და გულწრფელი აპლოდისმენტია. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობას, ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეძლო ამგვარი ღონისძიების მოწყობა. გასულ წლებშიც იყო საუბარი ვარსკვლავის გახსნაზე, თუმცა მხოლოდ ბატონმა ბადრიმ მოახერხა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები