სუხიშვილების კონცერტის და გიო ხუციშვილის კლიპის პრემიერის დეტალები “არტ-FM”-ში

სუხიშვილების კონცერტის და გიო ხუციშვილის კლიპის პრემიერის დეტალები “არტ-FM”-ში

5 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს ნინო სუხიშვილი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა რადიოს მსმენელს დაგეგმილი კონცერტების შესახებ

– ქალბატონო ნინო, რამდენადაც ვიცი, ახალ პროგრამაზე მუშაობთ. საინტერესოა, ამჯერად რას შესთავაზებთ მაყურებელს?

– 12-14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტებზე, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, მაყურებელს ახალ ნომერებს შევთავაზებთ პროექტიდან “ცეკვა ქართული”. ალბათ იცით, რომ პროექტზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ეტაპობრივად წარვუდგენთ თაყვანისმცემელს ჩვენს ნამუშევარს, ამჯერად სამი ცეკვა “ოტობაია”, “ორნამენტი” და “ცეკვა-თამაში” მოვამზადეთ, რომელთაგან ორის მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა, მესამე კი, ჩვენს მუსიკოსებთან ერთად გაკეთდა ილიკო სუხიშვილის არანჟირებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროგრამა გამოვიდა, 17 ცეკვა ორ განყოფილებაში გადავანაწილეთ, ტრადიციულ ცეკვებთან ერთად, ახალი ნომრებიც შევიტანეთ, რადგან იმდენად ორგანულად შეერწყა პროგრამას, გადავწყვიტეთ სხვა ცეკვების დადგამას აღარ დავლოდებოდით და სწორედ ახლა წარმოგვედგინა.

– საქართველოში გამართული კონცერტების შემდეგ ისევ გასტროლებს ხომ არ გეგმავთ?

– ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით საშემოდგომო გასტროლებიდან, სექტემბერში ინდოეთში ვიყავით, ოქტომბერის თვეში შეერთებულ შტატებს ვსტუმრობდით, ნოემბერში – ისრაელში ვიმოგზაურეთ, იანვრიდან კი, მორიგ ხანგრძლივ ტურნეს ვიწყებთ, ცხრა ქვეყნის სტუმრობა გვაქვს დაგეგმილი გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის ჩათვლით, საქართველოში კი, სავარაუდოდ აპრილში დავბრუნდებით.

– საახალწლოდ რას უმზადებთ თაყვანისმცემელს?

– სამწუხაროდ, მთელი დეკემბერი ძალიან დაკავებული ვართ, საახალწლო საღამო არ გვექნება, ამიტომ თაყვანისმცემელს სწორედ ახლა ვურჩევ ჩვენს კონცერტებზე მოსვლას და წინა საახალწლო განწყობის შექმნას. თუმცა, ძველით ახალ წელს მაინც მივულოცავთ ჩვენი პროექტის საკლუბო ვერსიით.

– ძალიან სასიამოვნოა, რომ სუხიშვილების ანსამბლის ახალგაზრდა თაობამ საერთაშორისო არენაზე გვასახელა და ერთ-ერთი ფესტივალის გრან-პრიც მოიპოვა,

–  უამრავი ბავშვი ეუფლება ხალხურ შემოქმედებას ჩვენი ანსამბლის ბაზაზე არებულ ცეკვის აკადემიაში. ბავშვთა ორი ანსამბლი გვყავს და სწორედ ერთ-ერთმა მოიპოვა გამარჯვება პრაღაში მსოფლიო ფესტივალზე.

– ხშირად მონაწილეობთ სხვადასხვა ტელეგადაცემაში ჟიურის შემადგენლობაში. ახალ პროექტში ხომ არა აპირებთ ჩართვას?

– არ მგონია, რადგან საკმარისი დრო არ მაქვს. ახლა ფრანგ პროდიუსერებს ვმასპირძლობთ და სწრედ მათთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროექტზე. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გაეროს კეთილი ნების ელჩად ამირჩიეს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის და მეტად საპასუხისმგებლო მისია ჩამაბარეს, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს.

***

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ეკა ხოფერია გახლდათ, რომელმაც ახალ პროექტზე და გიო ხუციშვილის კლიპის პრეზენტაციის დეტალებზე ისაუბრა.

– ეკა, მეტად ორიგინალური პროექტი გაქვთ ჩაფიქრებული გიო ხუციშვილთან ერთად. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

– გიოს ახალი დისკის ჩაწერის შემდეგ, ფოტოსესია მოვაწყვეთ, მართლაც საინტერესო ფოტოები გამოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ჟურნალის Citymen ყდაზეც მოხვდა. მოგვიანებით, დისკის და Cityme-ის პრეზენტაციის დაგეგმვასთან ერთად, ახალი პროექტის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც ჩვეულებრივი სატელევიზიო გადაცემა იქნება პირდაპირ ეთერში გიო ხუციშვილის 15 ახალი სიმღერით, კლიპის პრეზენტაციით და უამრავი მაყურებლით. წარმოდგენა 9 დეკემბერს მოეწყობა და ნებისმიერ მსურველებს ექნება მისი Facebook-ით ნახვის საშუალება.

– მართალია, მაყურებელი იშვიათად გხედავთ ტელეეკრანზე, თუმცა მაინც უამრავ საქმეს აკეთებთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი საქმიანობით?

– ვფიქრობდი, ტელევიზიისგან განსხვავებით, ონლაინ-პროექტზე მუშაობისას უფრო მეტი თავისუფალი დრო დამრჩებოდა, თუმცა, პირიქით აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მიყვარს აუდიტორია და ვფიქრობ, ჩემს ახალ პროექტსაც სწორედ ასე – “აუდიტორია” ერქმევა. პირველი ნაბიჯს გიოსთან ერთად ვდგამ და იმედი მაქვს სტარტი წარმატებული იქნება.

 

 

 

8 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები