LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ain’t No Mountain High Enough

„სპრინგფილდისთვის დავუკარით, თუმცა სიმღერა მას არ მივეცით. ნიკი ნაწარმოებს „ოქროს კვერცხს“ ეძახდა და  გვჯეროდა,  ამ  კომპოზიციით მოუთაუნში შესვლას შევძლებდით“ – იხსენებს ვალერი სიმპსონი, რომელმაც ჰიტი მეუღლესთან, ნიკოლას ეშფორდთან ერთად დაწერა. დასტინის სურვილის მიუხედავად კომპოზიტორებმა სიმღერა ბრიტანელ შემსრულებელს არ ანდეს და დღეს უკვე უბერებელი ჰიტის შესრულებით პირველი წარმატება მარვინ გეიმ, ტემი ტერელთან ერთად იგემა.

სიმღერამ Ain’t No Mountain High Enough ჰიტის სტატუსი მეორედ 70-იანებში, სუპრიმზის სოლისტის, დაიანა როსის შესრულებით მიიღო. ეს ვერსია გრემიზეც იყო ნომინირებული და ამავე დროს ის როსის პირველი სინგლია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. მოგვიანებით ეშფორდისა და სიმპსონის თხოვნით დაიანამ სიმღერა ხელმეორედ ჩაწერა.  თავიდან მომღერალი ყოყმანობდა, თუმცა საბოლოოდ კომპოზიტორებმა მისი დარწმუნება შეძლეს.

სიმღერის ორიგინალი ტოპ ოცეულში, ბილბორდის პოპ ჩარტში მე-19, არენბი ჩარტში კი მე-3 პოზიციაზე მოხვდა. ეს ვერსია შესულია გრემის დიდების დარბაზში და  მიიჩნევა, რომ ის მოუთაუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერია.

სტუდიური პროექტი სახელად „Inner Life პირველი იყო, რომელმაც ანდერგრაუნდის კულტურის მოყვარულებისთვის სიმღერა საცეკვაო ტრეკად აქცია. ლერი ლევანის რემიქსის პროდიუსინგზე პატრიკ ადამსი და გრეგ კარმაიკლი მუშაობდნენ. მუსიკოსების აზრით ამ ვერსიის პოპულარობა ჯოსლიბ ბრაუნისა და ლიროი ბოარჯესის შესრულებამ და გამორჩეულმა ვოკალმა განაპირობა.

უბერებელი ჰიტი ბევრი ცნობილი ფილმის საუნდთრექია და ცნობილი სიმღერა ისეთმა მომღერლებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან: მაიკლ ბოლტონი და ქელი როულენდი, ფლეი, მაიქლ მაკდონალდი და სხვები.

დაიანა როსისთვის მიძღვნილ კონცერტზე უკვდავი ჰიტი უიტნი ჰიუსტონმა შეასრულა.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

https://www.youtube.com/watch?v=Rlj2xjqOQUc

https://www.youtube.com/watch?v=33NHh5jh65c