LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნების ყველაზე ოპტიმალურ მეთოდები

30

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

17 მარტს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი”, “მერც-ესთეტიკის” ბრენდ-მენეჯერი თინათინ ბიწაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნების ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებზე ისაუბრა.

– ქალბატონო თინათინ, რას ნიშნავს სიბერე და როგორია მისი ფიზიოლოგია?

– სამწუხაროდ, სიბერე შეუქცევადი პროცესია, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. 25 წლის შემდეგ, ადამიანი ნელ-ნელა ბერდება, თუმცა ეს მანამდეა შეუმჩნეველი, სანამ კანზე ასაკობრივი დარღვევები არ გაჩნდება. დაბერება სახის კანქვეშა ქსოვილში გარკვეული პროცესების მიმდინარეობას გულისხმობს – იწყება დეჰიდრადაცია ანუ მცირდება წყლის რაოდენობა, რაც კანის სტრუქტურის დარღვევას და ნაოჭების გაჩენას იწვევს, რომლებიც დროთა განმავლობაში ღრმავდება. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ესთეტიკური მედიცინა საკმაოდ სერიოზულად განვითარდა. არსებობს ესთეტიკური მედიცინის რამდენიმე განხრა, მათ შორის ქირურგიული ან კოსმეტიკური ჩარევა. კოსმეტიკის სფეროს კი, თავის მხრივ, მკურნალობის მრავალი მეთოდი აქვს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტების ინექციის სახით ან გარეგანი გამოყენების ესთეტიკური საშუალებებით.

– ქირურგიულ ჩარევას თუ არ ჩავთვლით, რა არსენალს ფლობენ ქართველი დერმატო-კოსმეტოლოგები და რა ტიპის მკურნალობის მიღების საშუალება აქვთ ქართველ ქალბატონებს?

– 2016 წელს საქართველოში გერმანული კომპანია “მერცი” შემოვიდა, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა. ტრენერისა და ქართველი დერმატო-კოსმეტოლოგების მონაწილეობთ კომპანიამ უკვე ჩაატარა რამდენიმე მასტერკლასი, სადაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. სხვათაშორის, “მერც-ესთეტიკის” ქარხანას საკუთარი ლაბორატორია აქვს, სადაც ჯერ პრეპარატის დამზადება კონტროლდება, მერე კი, მისი ხარისხი მოწმდება. ძალიან მნიშვნელოვანია კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას ყურადღება მივაქციოთ მის მწარმოებელს.   “მერცი” მომხმარებელს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელთა შორისაა ალტერნატიული საშუალება ბოტულინო-ტოქსინი სავაჭრო დასახელებით “ქსეომინი”, ჰიალურონის მჟავის ფართო სპექტრი – ბელოტეროს ხაზი, რომელსაც ბიორევიტალიზაციის, ხაზოვანი და ზედაპირული ნაოჭების გასაქრობი საშუალებები, ფილერები აქვს და  სრულადაა მორგებული პაციენტის მოთხოვნილებებზე.

– რა ფუნქცია აქვს ჰიალურონის მჟავას და რატომ გამოიყენება ის ასე აქტიურად დერმატო-კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში?

– ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი და ელასტინი კანის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ჰიალურონის მჟავა კი, ერთადერთი პროდუქტია, რომელიც უშუალოდ მუშაობს წყლის ფორმულის შეკავშირებაზე. აუცილებელია სახე მუდმივად  დატენიანებული იყოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის გლუვი, მბზინვარე და არ გაჩნდება ნაოჭები. მართალია, არსებობს სხვადასხვა კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამზადების ტექნოლოგია. “მერცი” ჰიალურონს ბიოფილტრაციის საშუალებით ასუფთავებს ბიომინერალებისგან. ამგვარი პროცესი აუცილებელია, რათა ის ბიოშეთავსებადი იყოს ჩვენს ორგანიზმთან, რადგან მხოლოდ ასე იქნება აღდგენითი თერაპია წარმატებული, სხვა შემთხვევაში კი, ის აუცილებლად გამოიწვევს გვერდით მოვლენებს ალერგიის, ინექციის შემდეგ ანთებითი პროცესის და სისხლჩაქცევების სახით. გარდა ამისა, ასაკის მატებისთან ერთად შესაძლოა ნაოჭი იმდენად გაღრმავდეს, რომ მისი ამოვსება ბიორევიტალიზაციის საშუალებით შეუძლებელი აღმოჩნდეს და ფილერის  დახმარება გახდეს საჭირო, რომელიც მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავაა და უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. არსებობს სამი სახის ფილერი – ბალანსი, ინტენსი და ვოლუმი. ბალანსი ცხვირ-ტუჩის, თვალების გარშემო და ე.წ. მრისხანების ნაოჭის ამოსავსებად გამოიყენება, ინტენსი ძალიან ეფექტურია ტუჩის აუგმენტაციისთვის ანუ მოცულობის გაზრდისთვის, ვოლუმი – ასევე მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავაა, რომლითაც ყვრიმალების აწევა და ცხვირის ფორმის შეცვლა შეიძლება.

– საინტერესოა, როგორ იცვლება ცხვირის ფორმა ქირურგიული ჩარევის გარეშე?

– ამგვარი შედეგი ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციის წყალობით მიიღწევა. პრეპარატის კონსისტენცია საკმაოდ სქელია და ვოლუმის ფუნქციაც სწორედ ესაა – მისცეს ცხვირს ის ფორმა, რაც საჭიროა.

– ბოტულინო-ტოქსინის ხსენება ბევრს აშფოთებს, რადგან ის ძალიან ძლიერი შხამია. თუმცა, დღეს მას საკმაოდ ფართოდ იყენებენ სამკურნალოდ და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. საინტერესოა, როგორია მისი დამზადების ტექნოლოგია?

– ჩვენი ბოტულინო-ტოქსინი ანუ “ქსეომინი” ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და ბაზარზე არსებული ანალოგებისგან განსხვავებით არა კომპლექსური, არამედ მონოკომპონენტური ცილაა, ანუ ის მაქსიმალურადაა გასუფთავებული და მხოლოდ იმ სამიზნე გუნდზე მუშაობს, რომლის გათიშვაც გვსურს. ზოგადად, ბოტულინო-ტოქსინის ფუნქცია ნეოკუნთოვანი სისტემის დროებითი გათიშვაა, ანუ ითიშება მიმიკური კუნთი, ივსება ნაოჭის ადგილი და ფერხდება ახალი და უფრო ღრმა ნაოჭის წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს “ქსეომინს” არ აქვს დიფუზური მოქმედება და არ ცვლის სახის მიმიკას. გარდა ამისა, მას არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმი და მისი შენახვა ნებისმიერ სეზონზე შეიძლება.

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის მაღალი ხარისხი, თუმცა, საჭირო ეფექტის მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანია სპეციალისტის პროფესიონალიზმი. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება?

– ჩვენ ყოველთვის ინდივიდუალურად ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს ევროპელი დერმატო-კოსმეტოლოგების მასტერ-კლასებზე, სადაც იმ  პროდუქციის ნახვას ვთავაზობთ, რომელიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს. ჩვენს ექიმებს სშუალება აქვთ დამოუკიდებლად იმუშაონ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული პრეპარატებით. რამდენიმე თვის წინ ახალ პროდუქტზე – რედიესზე ჩატარდა მასტერკლასი, წარმოდგენილ იქნა  პრეპარატის გამოყენების მეთოდები და სწორედ საქართველოში ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ დაიწყო მისი აქტიური გამოყენება. რედიესი ინოვაციაა, რადგან თითქმის სრულად ცვლის მეზოძაფებს, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა და პრაქტიკულად ქირურგიულ ჩარევას უტოლდება. პროდუქტი, რომელიც ორი წლის მანძილზე მუშაობს ბუნებრივი კოლაგენის წარმოქმნაზე, ძალიან მოიწონეს პლასტიკურმა ქირურგებმა, რადგან ის უმტკივნეულოა და პროცედურასაც ნაკლები დრო სჭირდება. თუმცა, მისი გამოყენების უფლება მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალს აქვს, რათა არ დაზარალდეს პაციენტი და არ მოხდეს პროდუქტის დისკრედიტაცია.

– გაზაფხულზე ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. არის თუ არა რაიმე შეზღუდვა თქვენი პროდუქციის გამოყენებაზე სეზონურობის გათვალისწინებით?

– ჰიალურონის მჟავაზე სეზონურობა არ ვრცელდება, მეტიც, რაც უფრო ხშირად მოხდება პრევენციული ზომების მიღება, მით უკეთესია, რადგან ასე ნაკლებად დაირღვევა კანის სტრუქტურა. ჩვენ ე.წ. ესთეტიკური კაბინეტი “მეზო-რუმი” გვაქვს, სადაც მოწვეული სპციალისტები  საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, “მერცის” პროდუქციის გამოყენებით ატარებენ პროცედურებს და მაქსიმალურად აზღვევენ პაციენტს ნეგატიური შედეგებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები