LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პროგრამა დასაქმებისა და პროფესიული განათლებისთვის

დასაქმების სააგენტოები ახალ პროგრამას ეხმაურებიან, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე ამოქმედდა. როგორც „ფორტუნას“ „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ განუცხადა, პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება“ მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, ამის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭო ამოქმედდა და ის რამდენიმე მიმართულებას გააკონტროლებს. ლეშჩინსკაია ამბობს, რომ საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ სტუდენტების სწავლა და განათლება მათ დასაქმებაზე იყოს ორიენტირებული. გარდა ამისა, მისი თქმით, საბჭომ უნდა განახორციელოს მონიტორინგი, თუ რა ფაკულტეტები გვჭირდება და როგორ მიეწოდება ეს ინფორმაცია ბიზნესს.

როგორც დასაქმების სააგენტოში აცხადებენ,  ამან ხელი უნდა შეუწყოს იმ პროფესიების და სპეციალობების პოპულარიზაციას, რაზეც დღეს საქართველოში მოთხოვნა აღარ არის და ეს ძირითადად ,სხვადასხვა სფეროს ტექნოლოგებს ეხება.

ყველაზე მოთხოვნად და ასევე არასასურველ პროფესიებზე ბიზნესკურიერის შემდეგ გამოშვებებში ვისაუბრებთ.