LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი სიმღერა Our Truth (ჩვენი სიმართლე) ჩემს ხალხს ეძღვნება” – სალიო

12

გადაემის ლაივი LIVE

6 ნოემბერს რადიო „ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ -ს მუსიკოსი სალიო სტუმრობდა ახალი სიმღერის Our Truth პრემიერით.

– სალომე, როგორ გაჩნდა ახალი სიმღერის შექმნის იდეა?

– პირველ რიგში, იტალიელი პროდიუსერის ტონი კალუჩიოს გაცნობის ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ოდესღაც უიტნი ჰიუსტონის პროდიუსერი იყო. ინტერნეტით შემთხვევით გავიცანი მარვინ გეის პროდიუსერი ჯონი ვალასკო, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მუშაობს და სწორედ მან დამპატიჟა შეერთებულ შტატებში, როგორც თავად აღნიშნა, „ძალიან მაგარი პროდიუსერის გასაცნობად“. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვალასკოსთან შეხვედრა, რადგან სწორედ მან დამარწმუნა, რომ მართლაც მაქვს მსოფლიო ბაზარზე გასვლის შანსი, ტონი კი, დაინტერესდა, რა თემაზე მსურდა სიმღერის დაწერა და მეც პირდაპირ ვუთხარი, რომ ყოველთვის ვოცნებობდი კომპოზიციის შექმნაზე, რომლითაც ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ სირთულეების მიუხედავად, მაინც ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, ახალი სიმღერა Our Truth („ჩვენი სიმართლე“) სწორედ ჩემს ხალხს ეძღვნება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– დღეს საღამოს საფრანგეთში მივფრინავ, სადაც 18 Grammy-ს და 4 BRIT Awards-ის მფლობელი ბრიტანელი პროდიუსერის ჯეიმს სენგერის უზარმაზარ სტუდიაში პარიზთან ახლოს, ახალ ალბომზე ვიმუშავებ, დეკემბრის დასაწყისში კი, მადრიდში გავმართავ სოლო კონცერტს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის ბოლო ასეთი დატვირთული აღმოჩნდა.

– რამდენად გეხმარებათ მეუღლე პროფესიულ საქმიანობაში?

– სამი წელია გათხოვილი ვარ და სიგიჟემდე მიყვარს ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და მაქსიმალურად მეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში.

– მრავალრიცხოვანი ვოიაჟების შემდეგ საქართველოში როდის გეგმავთ დაბრუნებას?

– 31 დეკემბერს ბორჯომში წავრსდგებით მსმენელის წინაში ძალიან საინტერესო პროგრამით, მერე კი, ისევ საზღვარგარეთ – იანვარში ტაილანდში, მაისის თვეში კი, შეერთებულ შტატებში, New Orleans Jazz Festival-ზე მივემგზავრები.

– ქართული პრემიერის შემდეგ, კიდევ სად გეგმავთ ახალი სიმღერის წარმდგენას?

– სიმღერით ამერიკული და ბრიტანული რადიოები დაინტერესდნენ. სხვათაშორის, ბრიტანეთში კარგად იცნობენ ჩემს შემოქმედებას და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მოსწონთ. სამწუხაროთ, ქართველ მუსიკოსებს ნაკლებად გვიცნობენ საზღვარგარეთ და ჩემი მიზანიც სწორედ თანამედროვე ქართული კულტურის უცხოელებისთვის გაცნობაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები