LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

All I Want for Christmas Is You

სიმღერა ადამიანზე, რომელსაც შობა, სადღესასწაულო განათებები, თოვლი, ნაძვის ხის ქვეშ დატოვებული საჩუქრები  არ აინტერესებს და არც ბუხრიდან სტუმრად მისული სანტა კლაუსი ახარებს.

All I Want for Christmas Is You ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის ჰიტია. მელოდიასთან ერთად, ტექსტის ავტორიც  მერაია ქერია. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაწერილი სიმღერის სათაურის მიხედვით მომღერლის ერთადერთი სურვილი, მეორე ნახევართან დროსი გატარებაა.

არისტა რეკორდსის მიერ გამოცემული მხიარული სიმღერა რამდენიმე მუსიკალური ჟანრის გემოვნებიანი ნაზავია, რომელიც მერაია ქერის მეოთხე, საშობაო ალბომში შევიდა. სიმღერისთვის ორი, ფერადი და შავ-თეთრი მუსიკალური ვიდეო გადაიღეს და შედეგად სინგლის პოპულარობამ პიკს მიაღწია.

“ზოგადად დღესასწაულების მოყვარული ადამიანი ვარ. ბავშვობიდან საშობაო სიმღერებს ვმღერი და შობის დღეს ქუჩაშიც ვგალობდი. რoცა საქმე ალბომზე მიდგა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სასიამოვნო ბალანსი კლასიკურ, საშობაო სტანდარტებსა და მხიარულ სიმღერებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელს სიახლეს არ უყვარს და ყოველთვის ძველი, ცნობილი მელოდიის მოსმენა ურჩევნია, მივიჩნიე, რომ აუცილებლი იყო ახალი სიმღერა დამეწერა“ – იხსენებს მერაია ქერი. კომერციულად წარმატებული ალბომების შემდეგ, არისტა რეკორდსმა კიდევ ერთი, კონკრეტულად საშობაო ალბომის ჩაწერა ჩაიფიქა. იმ დროს ქერის მხოლოდ პოპ მომღერლად მიიჩნევდნენ.  რის გამოც პროდიუსერთა ჯგუფმა გადაწყვიტა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ მომღერალი არტისტის ტიტულს იმსახურებდა.

All I Want for Christmas Is You კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და მელოდიას, ტექსტის ჩათვლით, „კლასიკა” უწოდეს. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სიმღერა სადღესასწაულო განწყობისაა და ოპტიმიზმს ასხივებს. ყველა კატეგორიის მსმენელისთვის დაწერილი სიმღერა უცებ გაჰიტდა და ის თანამედროვე სტანდარტად აღიარეს. ჟურნალმა როლინგ სთოუნ, საშობაო სიმღერების ნუსხაში ჰიტს, მეოთხე ადგილი მიანიჭა.

მომღერალმა იაპონიაში გამოცემული სინგლისთვის  სიმღერა ხელახლა ჩაწერა. მომღერალთან ერთად რიმეიქზე რეპერები ჯერმეინ დუპრი და ბაუ-უაუ მუშაობდნენ.

ახალი მეცამეტე და მეორე  სადღესასწაულო ალბომისთვის Merry Christmas II You მომღერალმა ვოკალის ძველი პარტია, ახალი ჩანაწერით შეცვალა. ამ ვერსიის  შესავალ ნაწილში აკაპელა, ორკესტრით ჩაანაცვლეს.

ცნობილია კიდევ ერთი, „მერაიას ახალი საცეკვაო მიქსიც“ რომელიც ლოუ სანდეის მიერ არის გამოშვებული.

მოგვიანებით მომღერალმა ჰიტი ჯასტინ ბიბერთან ერთად ჩაწერა და დუეტმა ბილბორდის ცხელ ასეულში 86-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ოლივია ოლსონის ქავერი, რომელიც ცნობილი ფილმის „ლავ ექშელის“ საუნდთრექია.

მხიარულ საშობაო სიმღერას ისეთი მომღერლების ჰიტების გალერეაში, როგორებიც არიან: შენაია თუეინი, მაილი საირუსი, ლედი ანტაბელუმი, მაიკლ ბუბლე, სი ლო გრინი და მრავალი სხვა.

გიამბობდათ ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=wwjiEi05b0Q

https://www.youtube.com/watch?v=AB7fEnWyZ1k