LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amapola

ოციან წლებში დაწერილი სიმღერა პირდაპირი გაგებით პატარა ყაყაჩოზეა, მაგრამ მინდვრის ყვავილის მიღმა  კომპოზიტორი სიყვარულის ობიექტს გულისხმობს. ჰიტი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში, კადიზში მცხოვრებმა კომპოზიტორმა, ჯოზეფ ლაკალმა ესპანური ტექსტით დაწერა. ოცდაათიან წლებში კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ ინგლისურენოვანი ტექტსი სიმღერისთვის ელბერტ გემსმა შექმნა.

პირველად სიმღერა ესპანელმა ტენორმა, მიგელ ფლეტამ კუბურ ორკესტრზე გადაღებულ ფილმში შეასრულა. ოცდაათიანი წლების მიწურულს Amapola ფილმში “პირველი სიყვარული” კანადელმა მომღერალმა და მსახიობმა დიენა დურბინმა იმღერა. შექმნისთანავე Amapola უამრავ კინოსურათში გამოიყენეს, რომელთა შორისაა ცნობილი ფილმიც „ერთხელ ამერიკაში“.

მსოფლიოში აღიარებული ჰიტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია მოგვიანებით ჯიმი დორსის ორკესტრმა ბიგ ბენდების ვოკალისტებთან ჰელენ ო კონელთან და ბობ ებერლისთან ერთად გამოუშვა – ეს ვერსია დეკა რექორდსმა გამოსცა. აღნიშნული ჩანაწერი ბილბორდის ჩარტებში  ორმოციან წლებში მოხვდა, წამყვან პოზიციებზე 14 კვირის განმავლობაშ დარჩა და პირველი ადგილიც დაიკავა. კიდევ ერთი, კომიკური ვერსია სპაიქ ჯონზ ენდ სითი სლიქერსმა ინგლისურ ენაზე ჩაწერა. Amapola დებიუტის შემდეგ ტენორების საყვარელი სიმღერა გახდა. ოთხმოცდაათან წლებში სიმღერა სამმა ტენორმა პლასიდო დომინგომ, ლუჩანო პავაროტიმ და ხოსე კარერასმა რომში შეასრულეს.

ოპერის მომღერლების გარდა Amapola ისეთი ვარსკვლავების ჰიტების გალერეაშია, როგორებიც არიან: ბინგ ქროსბი; გაბრიელა ანდერსი; ნატალი ქოული და სხვები…

ჟურნალისტი, ნიკა კაცია.

გადაცემის ჩანაწერი

 

https://www.youtube.com/watch?v=mGb_hXy47Q4

https://www.youtube.com/watch?v=_K1Mgh-Vt6k