LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანა კარენინა“ თბილისის ოპერაში – ეიფმანის საბალეტო დასი თბილისს ესტუმრება

5

5 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ FM”-ს ანი ლაღიძე, მაკა მახარაძე, მაია ფაჩუაშვილი და თამარ ჩხიკვაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც თბილისში ბორის ეიფმანის საბალეტო დასის გასტროლსა და მათ წარმოდგენაზე ”ანა კარენინაზე” ისაუბრეს.

ანი ლაღიძე:

– ”ანა კარენინაში” ბორის ეიფმანი აქცენტს სასიყვარულო სამკუთხედზე აკეთებს და სასცენო ფსიქო-ანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს ქმნის, სადაც ინსტიქტებით შეპყრობილი ქალის საშინელ შინაგან გარდაქმნას და ტრაგედიას აჩვენებს.

მაკა მახარაძე:

– ჩემი აზრით, თვითონ ეიფმანის ჩამოსვლაა უკვე მოვლენა. ბალეტის მოყვარულებს ყოველთვის აინტერესებდათ მისი შემოქმედება და დიდი სიამოვნებით ნახულობენ მის წარმოდგენებს. ბორის ეიფმანი უნიკალური ქორეოგრაფი და რეჟისორია, რომელსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდა საკუთარი ბაზა, თუმცა, მაინც ახერხებდა შედევრების შექმნას. ახლა მას საკუთარი სკოლა აქვს, სადაც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩადო.

IMG_1814მაია ფაჩუაშვილი:

– მე ეიფმანის განსაკუთრებული თაყვანისმცემელი ვარ. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება, თუმცა გული მწყდება, რომ არ მომეცა ყველა მისი ნამუშევრის ნახვის საშუალება. ”ანა კარენინაზე” ბილეთები უკვე დავჯავშნე. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, არ გამიცრუვდება. აღსანიშნავია, რომ ეიფმანი ყოველთვის კლასიკურ ნაწარმოებებს დგამს, რომელთა სცენაზე გადმოტანაც ძალიან რთულია. თუმცა, ის მაინც ახერხებს მხოლოდ პლასტიკის საშუალებით  გადმოსცეს ნებისმიერი ნაწარმოები და არ დაკარგოს ავტორის მთავარი სათქმელი.

თამარ ჩხიკვაძე:

– გორგასლის უნივერსიტეტი ძალიან მოხარულია, რომ მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მხარდამჭერია. ჩვენ კარგად გვესმის ამგვარი კულტურული ღონისძიების შემეცნებითი მნიშვნელობა, ამიტომ გარკვეული შეღავათები დავაწესეთ სტუდენტებისთვის, რომლებიც ფასდაკლებით შეძლებენ წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენას.

* * *

5 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ FM”-ს ანიმაციური ფილმების ოსკაროსანი პროდიუსერი სილია ვან დაიკი სტუმრობდა, რომელიც თბილისს კინოცენტრის მოწვევით ესტუმრა და მასტერ-კლასები გამართა ქართველი კინომოღვაწეთათვის.

– ქალბატონო სილია, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ვიზიტი?

– ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით. პირველი ნაწილი, რომელიც ჩემი პროდიუსინგით გაკეთებულ ფილმებს მიეძღვნა, აუდიტორიამ დიდი ინტერესით მიიღო. მერე ნაწილს – ინტერაქტიულ ვორკშოპს კი, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო ჩემი გამოცდილების გასაზიარებლად.

– ქართველ რეჟისორებთან ხომ არ გეგმავთ ერთობლივ პროექტს?

– ახლო მომავალში არაფერს ვგეგმვ, თუმცა სამომავლოდ ყველაფერი შესაძლებელია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები