LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „სამივე კლიპის შთაგონების წყარო მაიკოა“

„დიდი ისტორია აქვს ამ ვიდეოს. ასეთი გეზი მაქვს აღებული, ვწერ საავტორო სიმღერებს. თავად ვარ მუსიკისა და ტექსტის ავტორი. ასე დაემთხვა, რომ ყოველ სიმღერას ვაყოლებ კლიპს და ეს მესამე გამოდის. მალდივებზე მოგვიწია ყოფნა, ერთი თვით. თან ვმუშაობდი, მეტწილად ვისვენებდით და რაღაცნაირად გამოვიყენე ის გარემო, რომ გადამეღო ლამაზი საზაფხულო და ფერადი კლიპი, მეუღლესთან, მაიკოსთან ერთად. ინსპირაცია იყო ის და სამივე კლიპის შთაგონების წყარო მაიკოა. ხალხმა, ვინც ეს კლიპი ნახა, ყველმა დადებითად მიიღო. როგორც კოლეგებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა, ისე მსმენელმა და მაყურებელმა, ვინც მგულშემატკივრობს. ეს კლიპი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმდენად, რამდენადაც თავად ვარ რეჟისორი და ოპერატორიც. რაღაც დოზით ექსპერიმენტიც იყო ჩემთვის იმიტომ, რომ ამ დრომდე ოპერატორობა არ მიცდია. ეს არის ე.წ. Handshake video, რაც აპრობირებულია ბოლო წლებში. თანამედროვეა, ორიგინალურია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ბუნებრივი და ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ამას აქვს. მსმენელი და მაყურებელი შენგან ყოველთვის იღებს ყველაზე ბუნებრივს და უშუალოს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ანდრია გველესიანმა ახალი კლიპის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალი თავად არის სიმღერის „კუნძულს“ მუსიკის, ტექსტის და ვიდეოს ავტორი.