ანი ანდრონიკაშვილი: “BOOGIE NIGHT – სტუმრები მონაწილეობენ შოუში”

ანი ანდრონიკაშვილი: “BOOGIE NIGHT – სტუმრები მონაწილეობენ შოუში”

“რატომ BOOGIE NIGHT?! – გვინდოდა 31 დეკემბერს რაღაც განსაკუთრებული და ისეთი, რომ არ ყოფილიყო ტრადიციული საღამო. პროექტში 50 ადამიანი მონაწილეობს. გვყავს ორი ვიზაჟისტი, ოცი მოცეკვავე, ხუთი მომღერალი და ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული; გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა განსაკუთრებული საღამო, რომელიც აუცილებლად იქნება გამორჩეული იმით, რომ მონაწილეების გარდა, სტუმრებიც ჩაერთვებიან; თავად სტუმრები შექმნიან შოუს; დისკო ყოველთვის აქტუალურია და ყველას უყვარს. მხიარული და პოზიტიური ჟანრია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ წლის მიწურულს “ცოცხლად” გვყავდეს ABBA და Boney M. პროგრამა მოიცავს ოქროს ჰიტებს, რომლებიც თქვენთანაც ჟღერს, ეთერში. დრესკოდი დისკოს ჟანრის მიხედვით განისაზღვრა. გავითვალისწინეთ აქსესუარების ფაქტორიც და ამერიკიდან გზავნილების ერთი ნაწილი უკვე მივიღეთ და მეორეს ველოდებით; მოცეკვავეებსა და მომღერლებზე ქართველი დიზაინერები ზრუნავენ, რომლებიც მონაწილეებს შესაბამისად შემოსავენ; სიმღერების გარდა იქნება კონკურსებიც. საღამოს ვიკა კალანდია გაუძღვება; მოცეკვავეების ჯგუფი – გიორგი და თორნიკე, ტყუპები; ART COALITIO – ეს არის არტ-პერსონების ჯგუფი, რომლებიც ცეცხლოვან პერფორმანსებსა და ცეკვებს შემოგვთავაზებენ; უამრავი სიურპრიზი იქნება და არ მინდა მომზადებული მოვიდეს მაყურებელი; მინდა, რომ ყოველი წუთი ჰქონდეთ „WoooW“ – გაოცების და აღფრთოვანების; სპონსორების დამსახურებით ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ბოლოს, მადლობა მომღერლებს და მოცეკვავეებს, რომლებიც გაძლიერებული გრაფიკით მუშაობენ და გულანთებულები გადიან რეპეტიციებს” – რადიო “ფორტუნას” ეთერში პროექტის “BOOGIE NIGHT” ავტორმა ისაუბრა. ანი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს, რომ სტუმრებს 31 დეკემბერს, განსაკუთრებული, მხიარული და სიურპრიზებით სავსე საღამო ელოდებათ.

15 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები