LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ცინცქილაძის საღამოს კაბები მოდის ჟურნალში “VOGUE”

ანი ცინცქილაძე: “ვსწავლობ მილანში, მაღალი მოდის აკადემიაში, 100 პროცენტიანი დაფინანსებით; დამწყები დიზაინერების კონკურსის “BE NEXT” ერთ-ერთ გამარჯვებული ვარ; ვსწავლობ მაგისტრატურაზე და ეს არის ერთადერთი მაღალი მოდის აკადემია მილანში; მილანის მოდის კვირეულზე დამწყები დიზაინერების ჩვენება მოეწყო, რომლისთვისაც ჩვენმა ჯგუფმა, საერთო კოლექცია გავაკეთეთ. თითომ ხუთი კაბა შევკერეთ – დიზაინიც ჩვენი იყო, ჩვენი ხელით იყო შეკერილი; ჟურნალში VOUGE პირადად ჩემი, ორი კაბა მოხვდა; ძალიან დაინტერესდნენ ჩვენით იმიტომ, რომ ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნით; ივნისში ვასრულებ სწავლას და როცა ჩამოვალ, მალე, უნდა გავხსნა ატელიე “ტანი” – დამწყები დიზაინერების კონკურსში გამარჯვებულმა ანი ცინცქილაძემ ფორტუნას კითხვებს მილანიდან უპასუხა.