LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „შემომთავაზეს რუსულ ორკესტრებთან და დირიჟორებთან თანამშრომლობა, რაზეც უარი ვთქვი”

“ძალიან დიდ წარმატებად ითვლება ის, რომ მომღერალი წერს ალბომს და პლუს ის ფაქტი, რომ წერს სტუდიაში “Sony Classical”. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და დიდი ნაბიჯია იმიტომ, რომ სულ რაღაც მერვე წელია ჩემი კარიერის, ძალიან ბევრი სხვადსხვა შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა ჩამწერი სტუდიებიდან, მაგრამ ბევრჯერ ვთქვი უარი იმიტომ, რომ მინდოდა სწორედ ამ ლეიბლთან ჩამეწერა. ხან ორკესტრი არ მაწყობდა, შემომთავაზეს რუსულ ორკესტრებთან და დირიჟორებთან თანამშრომლობა, რაზეც უარი ვთქვი, გარკვეული მიზეზების გამო. მიმაჩნია, რომ ქართველმა, ამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსულ ორკესტრთან, თან პირველი ალბომი, არ უნდა ჩაწერო; ალბომი შემდგარი იქნება 13 სხვადასხვა ნომრისგან. მეცამეტე იქნება ბონუსის ტრეკი, რომელიც არ იქნება კლასიკური მუსიკა – საუბარი მიდის, გეტყვით სიურპრიზად, რომ სწორედ Astor Piazzolla-ს Yo Soy Maria ჩაიწეროს, თუმცა დისკის დანარჩენი 12 ნომერი კლასიკურ მუსიკას დაეთმობა. ეს იქნება ყველა ცნობილი მეცოსოპრანოს არია – იქნება “კარმენი”; “დალილა”; მახარებს, რომ პირველი დისკი სწორედ ასეთი გამოდის; ჩაწერის პერიოდში უკვე დაგეგმილია გადაღებები, დისკის რეკლამირებისთვის აუცილებელია ტრეილერი; დისკზე ვსაუბრობთ და ნიშანდობლივია, რომ სრულად პროგრამას პირველად ქართველი მსმენელი მოისმენს იმიტომ, რომ დისკის პროგრამა გამომაქვს მეორე სოლო კონცერტზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში, 10 აპრილს; მახარებს ის, რომ შემიძლია ვიმღერო აქ, სახლში; დისკის ჩაწერის პროცესი 24 აპრილს, ტურინში დაიწყება და სესიები 30 აპრილს დასრულდება; შემდეგ მივემგზავრები ლონდონში, “Opera Awards 2017”-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ქალთა ექვსეულში ნომინირებული ვარ ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად; ამის შემდეგ გადავინაცვლებ პარიზში, სადაც “კარმენი”-ს ხანგრძლივი რეპეტიციები იწყება” – ანიტა რაჭველიშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში პირველი სოლო ალბომისა და “Opera Awards 2017”-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა, რომელზეც თავად არის ნომინირებული.