LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპირებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ საარჩევნოდ კოალიციაში გაერთიანებას

„პატრიოტთა ალიანსი“ არ გეგმავს ნინო ბურჯანაძის ან გოგი თოფაძის პოლიტიკურ გუნდებთან გაერთიანებას, ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გადაცემა „რაკურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პატივს სცემს გოგი თოფაძეს და არ გამორიცხავს, აწარმოოს მასთან მოლაპარაკებები არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი და შეხვედრა აქამდე არ ყოფილა.

რა შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნებში, ვისთან აპირებენ სტრატეგიულ პარტნიორობას – მოისმინეთ ირმა ინაშვილის პასუხები ამ და სხვა კითხვებზე გადაცემის ჩანაწერში.

 

გადაცემის ჩანაწერი