აქვს თუ არა გავლენა ემოციებს მოლაპარაკებებზე – FM ქოუჩი

აქვს თუ არა გავლენა ემოციებს მოლაპარაკებებზე – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

ემოციების მართვა რთული პროცესია, მას გარკვეული გავლენა აქვს მოლაპარაკებებზე. გადაცემის „FM ქოუჩი” სტუმარია ილიას სახელობის უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი, ტრენერი ტატო სიხარულიძე.

აქვს თუ არა გავლენა ემოციებს მოლაპარაკებებზე?

როდესაც დაიწყეს მოლაპარაკებების კვლევა, მაშინ დიდი აქცენტი ამ საკითხზე არ კეთდებოდა. მას შემდეგ რაც ფსიქოლოგებმაც დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა, დადგინდა, რომ ემოციებს აქვს დიდი გავლენა, როგორც პოზიტური, ასევე ნეგატიური კუთხით. ემოციების მართვა ადვილი არ არის. როდესაც ჩვენ გარკვეულ ემოციებს უჩვენებთ მეორე მხარეს, ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას,. მაგალითად, წინადადება მოგვეწონა და ეს აისახა ჩვენს სახეზე. თუმა შესაძლებელია ემოციების გამოყენებაც მოლაპარკებებზე, მაგალითად „წუხილის“ მდგომარეობის მიღება. ჩვენს უნდა გვახსოვდეს სხეულის ენაც. ჩვენს ხანდახან ვრეაგირებთ იმპულსურად და ეს აისახება ჩვენს სხვეულზეც. საუკეთესო გამოსავალია მოვემზადოთ. რაც უფრო კარგად ვართ მომზადებული ემოციურად მოლაპარებებისთვის, მით უფრო წარმატებულად წარიმართება ეს პროცესი. როდესაც ვხედავთ, რომ ემოციები ჭარბობს, სჯობს შეისვენოთ, გააკეთეთ პატარა პაუზა, ჩაისუნთქეთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა საგანზე, რომ მოვახდინოთ ემოციის რეგულაცია. როდესაც ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენს ნეგატიურ ემოციებს, ჩვენ ვივიწყებთ იმ საკითხს, რომლის ირგვლივაც ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმართვას.

სასურველია თუ არა მეორე მხარის მომლაპარაკებლის ემოციური მდგომარეობის შესწავლა?

მეორე მხარეზე ინფორმაციის შეგროვება აუცილებელია.  სასურველია ვასწავლოთ სკოლაში ემოციების მართვა და ემოციური ინტელექტის ფლობა ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად აგრესიული ხალხიც გვეყოლება. ასევე, ეს პრაქტიკული კურსი უნდა იყოს ჩადებული უნივერსიტეტებში, რაც მისცემს სათანადო უნარ-ჩვევებს. განათლებული მომლაპარაკებელი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, უკეთესად გააკონტროლებს თავის ემოციებს. ერთი ჩემი მეგობარი მუშაობდა ევროპაში დიდი კომპანიაში, მას მოულოდნელად უთხრეს, რომ სხვა ქალაქში უნდა წასულიყო მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკების დროს, მისი ემოციური ფონი იმდენად მაღალი იყო, რომ მეორე მხარემ ურჩია დროებით პაუზა აეღო. ეს მაგალითი არის გასათვალისწინებელი, იმისთვის რომ მოლაპარაკებები იყოს წარმატებული, უნდა მოემზადოთ.

როგორი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები ამ საკითხზე…

აუცილებელია მოლაპარაკების ტრენინგების გავლა, განსაკუთრებით მაშინ როცა გვიჭირს ემოციების მართვა. უნდა განსაზღვროთ მოლაპარაკების დროს რა ემოციები გეუფლებათ, მიმართეთ ქოუჩებს დახმარებისთვის. თუ არ შეგიძლიათ ემოციების მართვა, დაიქირავეთ მომლაპარაკებელი, რომელიც ამ საქმეს წარუძღვება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

5 აპრილი, 2018

სხვა ჩანაწერები