არის თუ არა მარცხი ბიძგი გამარჯვებისთვის – FM ქოუჩი

არის თუ არა მარცხი ბიძგი გამარჯვებისთვის – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

ხშირად ადამიანებს უჭირთ მარცხის მიღება და კარგავენ მოტივაციას. როგორ მუშაობს მარცხი ჩვენს ტვინზე, რატომ უნდა მივიღოთ მარცხი როგორც გამოწვევა და რას ნიშნავს გამარჯვება – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი.

არის თუ არა მარცხი ბიძგი გამარჯვებისთვის?

გამოჩენილი მეცნიერის, თომას ედისონის ყველაზე ცნობილი ფრაზა გაიხსენეთ: “მე არ განმიცდია მარცხი, მე უბრალოდ ვიპოვნე 10000 ხერხი, რომელიც არ იმუშავებს…” ასე უნდა მივიღოთ ჩვენც მარცხი, რადგან წაგება, რომელიც გიბიძგებს წინსვლისკენ, არის საწვავი და არა მუხრუჭი. აღარ მახსოვს ავტორი, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს მოკლე ფრაზა: “- თუ მარცხი გიბიძგებს განვითარებისკენ, ეს უკვე გამარჯვებაა. ნამდვილად. ვიფიქროთ პოზიტიურად, ეს ყველაზე ძლიერი წამალია”.

როგორ უნდა მივიღოთ მარცხი?

“რაც არ მკლავს, მაძლიერებს”, – ძლიერი ადამიანი ნებისმიერ მარცხს აღიქვამს როგორ მორიგ საფეხურს პიროვნული განვითარების კიბეზე და არა პირიქით. ძლიერი ადამიანი აღიქვამს მარცხს, როგორც განუმეორებენ, უნიკალურ გამოცდილებას და ამ გამოცდილებას უზიარებს სხვებს. თავის დროზე გამოჩენილი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი არ აიყვანეს სკოლის კალათბურთის გუნდში, რადგან ვიღაცამ ჩათვალა, რომ ჯორდანი უნიჭო იყო… დღეს ყველამ იცის ვინ არის მაიკლ ჯორდანი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვთ, ვინ იყო ის ადამიანი. დისნეი გაიხსენეთ – თავის დროზე საშუალო დონის და სრულიად უცნობი გაზეთიდან გააგდეს იდეის არქონის გამო… დისნეი… იდეების არარსებობის გამო… ზემოხსენებული ორივე ადამიანი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. ასე რომ, ასეთი კონკია ზის ყველა ჩენთაგანში. უბრალოდ ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ რაც შეიძლება მალე მოვხვდეთ იმ მეჯლისზე, რომელზეც ვიქცევით ვარსკვლავად. მთავარია უსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას და ნაკლებად უსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების წესად ექცად სიტყვები „არაფერი გამოვა“, „არავის გამოსვლია და შენ რატომ უნდა გამოგივიდეს?“.

გამარჯვება როგორ იზომება?

ყველა ადამიანს გამარჯვების საკუთარი საზომი აქვს. მეთევზეს თავისი, თევზსაჭერი გემის კაპიტანს – თავისი. ერთი საზომით ვერ გაზომავ ამ ორი ადამიანის წარმატებას და წარმატების აღქმას. პირველს ყოფნის ერთი თევზი, მეორეს სჭირდება ათასობით. ამიტომ, მე მჯერა, რომ მთავარია ცხოვრებაში დავიცვათ ბალანსი. ეს არის გამარჯვებისა და წარმატების ყველაზე სწორი საზომი.

რა ხდება გამარჯვებამდე?

ადამიანის გონება მუშაობს აფთიაქივით – 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ამ დროის განმავლობაში ამ თავისებურ აფთიაქში ნაპოვნი პოზიტიური აზრები და მაღალი მოტივაცია არის ზუსტად ის „წამალი“, რომელიც კურნავს ადამიანში სისუსტისა და უძლურების გრძნობას. ცნობილი ბიზნესმენი, რობერტ კიოსაკი, ერთ-ერთ წიგნში წერს ასეთ რამეს: „ყველა ადამიანს აქვს ხელ-ფეხი, თავი მხრებზე და 168 საათი კვირაში იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რაც რეალურად სურს“. ცხადია, ისეთი ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იცის ის თუ რა სურს, ძალზედ ცოტაა, მაგრამ უმეტესი ჩვენთაგანი ცხოვრობს საკუთარი მავნე ჩვევების ტყვეობაში და უბრალოდ არ სურს ცვლილება, არ სურს გადადგას ნაბიჯი წინ და მუდმივად იგონებს მიზეზებს გაჩერებისთვის. ასეთი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია არაფრის კეთების მიზიდულობის ძალა. ასე რომ, გამარჯვებამდე არის სურვილი…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

10 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები