LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა რთული ბიზნესში ქალებისთვის თავის დამკვიდრება – FM  ქოუჩი

6

დღეს სულ უფრო მეტი ქალს აქვს საკუთარ ბიზნესი. ბიზნესის მართვა არ არის მარტივი. არის თუ არა რთული დღეს ბიზნესში ქალისთვის თავის დამკვიდრება – გადაცემის “FM  ქოუჩი” სტუმარია ესთეტიკური კლინიკა “დერმას” დამფუძნებელი სალი სურგულაძე.

რამდენად საპასუხისმგებლოა ბიზნესის მართვა?

22 წლიდან მომიწია ბიზნესის მართვის სრულად აღება  საკუთარ თავზე, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. შვილები, სწავლა და ბიზნესი ერთად ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია.  ასევე კონკურენცია, ბაზარზე თავის დამკვიდრება, ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ იყო.  ბიზნესი თუ გვინდა რომ იყოს წარმატებული, ამისთვის აუცილებელი პირობა არის ხარისხი, საქმისადმი  პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.  ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თანამშრომლები და მათი გამოცდილებაა. მომხმარებელზე ზრუნვა აუცილებელია, უნდა ფიქრობდეთ მათ კომფორტზე.

რამდენად მნიშვნელოვანია დროის სწორად გადანაწილება?

ამ საქმეში ვარ ჩაფლული. ჩემს ცხოვრებაში დიდი დრო უჭირავს. ვცდილობ არაფერი გამომეპაროს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელ დღეს სამსახურში ვატარებ დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.  ასევე, მიწევს სხვა საქმეებოს შეთავსებაც, პროფესიით იურისტი ვარ და  იურიდიულ საკითხებსაც მე  ვხელმძღვანელობ. პიარის მიმართულებითაც აქტიურად ვარ ჩართული. ნელ-ნელა ვსწავლობ და ვცდილობ დრო დავუთმო საკუთარ თავსაც. შვილებისთვის დრო ყოველთვის მაქვს. არის პერიოდი როდესაც მიჭირს დროის განაწილება და საშინელ რეჟიმში მიწევს მუშაობა, მაგრამ მიხარია, რომ  დღეს ნელ-ნელა ამ რეჟიმიდან გამოვდივარ.  უბრალოდ ვაკვირდები, დღის რომელ მონაკვეთში შემიძლია ვიზრუნო საკუთარ თავზე, დავკავდე სპორტით, მოვინახულო მეგობრები. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ უნდა მოახრეხონ საქმიანმა ქალებმა. ყველაზე ნაკლებად მეგობრებსითვის ვიცლი, რაც იწვევს მათ განაწყენებას, მაგრამ გაგებით ეკიდებიან ჩემს რეჟიმს.

 

 

 ქალი ხელმძღვანელი…

ვთვლი, რომ იყო ქალი ხელმძღვანელი ეს უკვე პლიუსია. არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის ასეა. ჭკვიან ქალს ბევრად მარტივად შეუძლია საქმიანი მოლაპარაკებების სასიკეთოდ წარმართვა. ასევე, ვთვლი, რომ ქალები კარგი მმართველები არიან, ბევრად ფრთხილები და უფრო კანონმორჩილებიც. მეტი ქალი ბიზნესში და პოლიტიკაში, ეს ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება. ამბობენ, რომ ქალი მმართველები ლოიალურები არ არიან, მე საკმაოდ ლოალური ვარ, ჩემს თანამშომლებთან ძალინ კარგი დამოკიდებულება მაქვს. პატივს ვცემ და ისინიც მსგავსი განწყობით არიან ჩემს მიმართ.  ფიზიკურ ძალასთან რაც ასოცირდება, ალბათ უფრო ეს კაცის საქმეა, მაგრამ დამერწუნეთ თუ ქალს დასჭირდა ეს საკითხიც გადალახვადია. ადრე ვერ წაროგვედგინა ქალი საჭესთან, მით უმეტეს ქალი ტაქსის მძღოლი, ვერ წარმოგვედგინა ქალი ბიზნესში, პოლიტიკაში… მაგრამ დღეს ეს ყველაფერი წარსულია. ვთვლი, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები