LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა შესაძლებელი, შეცვალოს ხელისუფლებამ 7 ქალაქში თვითმმართველობის გაუქმების გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 ქალაქში პლებისციტი უნდა დანიშნოს და მოსახლეობისგან გაიგოს აზრი თვითმმართველობების გაუქმების შესახებ, ამის შესახებ გადაცემა „რაკურსში“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ხალხი იტყვის, რომ არ არის მომხრე, მთავრობას და პარლამენტს მოუწევთ გრძელვადიანი პერსპექტივაში საკუთარი გადაწყვეტილების რევიზია.

„წელსვე, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ყველგან, ყველა დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიციკური ძალის ხელში. ეს, შესაძლოა, სახიფაღთო გეგმის ნაწილიიყოს, თუ კი ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა და რეალურად იქცა, დემოკრატიული განვითარების სივრცე აღარ დარჩება,“ – ამბობს ალაფიშვილი.

არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაიმე ფორმით შეცვალოს ხელისუფლებამ 7 ქალაქში თვითმმართველობის გაუქმება – იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად ნეგატიურია, რა მოლოდინი აქვს ალაფიშვილს პრეზიდენტისგან – მოისმინეთ გადაცემა „რაკურსის“ პოდკასტი.