LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსენ გვენეტაძე: „წარმატების მისაღწევად მთავარია მიზნის სწორად დასახვა”

25

27 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“  ლაპაროსკოპული გინეკოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ბატონი არსენ გვენეტაძე სტუმრობდა.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი,

1984–1987 –  იყო თერმული დაზიანების რესპუბლიკური ცენტრის ექიმის თანაშემწე,

1987–1988 – თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი,

1988–1990 – თიანეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–ქირურგი,

1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკად,

1992–1994 – მუშაობდა აშშ საერთაშორისო ორგანიზაცია AVSC internacional-ის ექიმ ექსპერტ–კონსულტანტად ლაპაროსკოპული ქირურგიისა და კონტრაცეპციის დარგში.

ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, როგორც ლექტორი და ლაპაროსკოპული ქირურგიის პრაქტიკული მასწავლებელი მონაწილეობდა აზიისა და დსთ-ს ქვეყნებში გამართულ 21 საერთაშორისო სემინარის მუშაობაში.

 

– ბატონო არჩილ, მედიცინასთან ერთად, მხატვრობით და ასტრონავტიკით ხართ გატაცებული. რა არის თქვენი უშრეტი ენერგიის წყარო და როგორ ახერხებთ მის სხვადასხვა საქმიანობაზე გადანაწილებას?

– როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე, სიმსივნეს ვძლიე და ცხოვრებას დავუბრუნდი, ძალა მოვიკრიბე და ენერგიაც ერთ-ორად გამიორმაგდა. ძალიან მიყვარს სიცოცხლე და აქტიური მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტაა მხარდამჭერი მყავს. ბევრს უჭირს ჩემი იდეების გაგება, თუმცა პატივს მაინც მცემენ.

– ერთხელ აღნიშნეთ, რომ ბედნიერების საიდუმლო, ადამიანურ ურთიერთობებშია…

– „პიროვნების ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია და მხოლოდ 15%-ია პროფესიულ ზეწარმატებაში!“ – ეს ბრაიან თრეისის სენტენციაა, რომელიც მე დიდ ვიზუალ-არტის ნახატად ვაქციე და დღეს ის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი ნაცნობის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია.

– უამრავ სფეროში მოღვაწეობთ და უამრავ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, როგორ ახერხებთ ნებისმიერის თქვენს მიმართ პოზიტიურად განწყობას?

– სიმართლე ვთქვა ამ თემაზე არასდროს მიფიქრია. ალბათ იმიტომ რომ, ყოველთვის თავისუფალი ვარ ურთიერთობაში, იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ და ყოველთვის სიამოვნებას ვღებულობ საკუთარი საქმიანობით. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულწრფელობას გულწრფელობით არ უპასუხებს. გაცემული პოზიტივი ყოველთვის უკან გიბრუნდება და რაც უფრო მეტ ბედნიერებას გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება. პოზიტივი საკუთარ თავში განთავისუფლებით იბადება, ვფიქრობ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, საკუთარ „მე“-ს უნდა სცე პატივი და სწორედ აქედან მიღებული პოზიტივი გაუნაწილო სხვებს, რომელსაც აუცილებლად უკან მიიღებ.

 

– რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ “ჰეფინეს” აკადემია დააარსეთ, რა ფუნქციას ასრულებს ახალი ორგანიზაცია?

– დიახ, აკადემია მართლაც სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა, 13 დეკემბერს კი, ბერლინში შედგება ევროპული პრეზენტაცია ჩემს გამოფენასთან ერთად. ამ ზაფხულს შვეიცარიაში, ჩარლი ჩაპლინის სამყაროში ვიმოგზაურე, როცა უკან ვბრუნდებოდი, უამრავ რამეზე დავფიქრდი. რატომღაც ილია ჭავჭავაძე გამახსენდა, რომელმაც სწორედ მაშინ ჩამოაყალიბა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, როცა ყევლაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. დავფიქრდი და მივხვდი, რომ დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება ბედნიერების აღქმისა და გაზიარების საზოგადოება, რათა ადამიანმა ჯერ საკუთარი ბედნიერება გააცნობიეროს, მერე კი, პოზიტივი სხვებს გაუნაწილოს. ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი და სურვილი პროექტის შემუშავებაა, რათა მაქსიმუმ ორ წელიწადში საქართველოს სკოლების დაწყებით კლასებში პედაგოგებმა ბავშვებს ასწავლონ თუ რა არის ბედნიერება და როგორ მოიპოვონ თავისუფლება, რომელიც აუცილებლად მოუტანთ წარმატებას.

– რას ნიშნავს თქვენთვის გინეკოლოგობა, როცა პრქატუკულად ყოველდღე ახალი სიცოცხლის დაწყების მონაწილე ხართ?

– ერთხელ უკვე ავღნიშნე, რომ ბედნიერების 15%-ს პროფესიული წარმატება შეადგენს. ვფიქრობ, დანარჩენ 85-ს სწორედ ეს მცირე პროცენტი განაპირობებს, რადგან თუ საკუთარ საქმეში არა ხარ წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, ძალიან რთულია გასცე პოზიტივი და გააბედნიერო სხვა. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში 21 ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები და მხოლოდ ბრწყინვალე გუნდის წყალობით ვახერხებ მივანიჭო მათ მშობლად ყოფნის ბედნიერება.

– თქვენ საკუთარი ნოვატორობით გაითქვით სახელი, რადგან მუდმივად სიახლესა და განვითარებაზე ხართ ორიენტირებული. საინტერესოა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

– სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი უცხოეთიდან, სადაც უამრავ ექსპერტს შევხვდი და ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ ჩვენი კლინიკა საუკეთესოა. ამჯერად სამ საერთაშორისო პროგრამაში ვართ ჩართული, ერთ-ერთ კვლევაში 18 ევროპულ ცენტრთან ერთად ვმონაწილეობთ, რომლის შედეგები 3 წელიწადში მსოფლიო მედიკოსების გაიდლაინად იქცევა. გარდა ამისა, რამდენიმე მსოფლიო კლინიკასთან თანამშრომლობით  ერთ-ერთი ავანგარდული კვლევის განვახორციელება მინდა, რომელიც ახალი თაობის ინ ვიტრო განაყოფიერების  წინაპირობა გახდება და პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, მერე კი, დანარჩენ მსოფლიოს გამოადგება. თუმცა ამგვარ გრანდიოზულ პროექტს ფინანსებიც შესაბამისი სჭირდება.

– როდის გაგიტაცათ მხატვრობამ?

– ერთი წელია ვხატავ და უკვე 12 გამოფენა მოვაწყვე, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში. 13 დეკემბერს კი, მორიგ გამოფენას მოვაწყობ ბერლინში.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შესაქმნელად ტანსაცმლის სწორად შერჩევა?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველდღე სხვადასხვა სამოსი მოვირგო და რაც მთავარია, ყოველთვის კომფორტულად ვიგრძნო თავი.

– ადამიანის გაცნობისას, პირველ რიგში რას აქცევთ ყურარებას?

– პირველ რიგში მის სახის გამომეტყველებას და მანერებს ვაკვირდები, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმულობასაც.

– რა არის თქვენი თანამშრომლების მთავარი მოტივატორი?

– არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების, არამედ ნებისმიერი ადამიანის მთავარი მოტივატორი მატერიალური უზრუნველყოფაა. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი კლინიკის იმიჯი, რადგან ყველა თანამშრომელმა იცის, რომ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში მუშაობა ერთდროულად პატივიცაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– იძულებული ვარ სწრაფად მივიღო. ვფიქრობ, ყოველთვის სწრაფად უნდა გადაწყვიტო და არასდროს ინანო, რადგან ეს უკვე დასრულებული პროცესია, მაგრამ თუ ეჭვი გეპარება და გადაწყვეტილების მიღება გიჭირს – ეს უკვე წარუმატებლობას ნიშნავს.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც ყველაზე ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს?

– გიყვარდეს საკუთარი თავი!

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ბედნიერებაა, თქვენნაირ პოზიტიურ ადამიანთან თანამშრომლობა.

– გაქვთ თუ არა ნახატი, რომელსაც ვერასდროს შეელევით?

– რა თქმა უნდა და აუცილებლად ბედნიერებას ასახავს.

– გადატვირთული სამუსაო დღის შემდეგ ბარში გირჩევნიათ დასვენება თუ აუზზე?

– საღამოს ხატვა მირჩევნია.

– დილას ყავით იწყებთ თუ ნატურალური წვენით?

– ჩემთვის დილა ფინჯანი ჩაით იწყება.

– როგორია თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– დილაობით ვაკის პარკში ვსეირნობ.

– რაა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მთავარია მიზნის სწორად დასახვა, რადგან სიანმდვილეში, ბედნიერება სწორედ მიზნისკენ სვლაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები