LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არტ გენი“ ქართული ნაციონალური ბალეტის საღამოთი დაიხურება

4

18 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ფესტივალის „არტ გენი“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გაგა ჩიხლაძე და მუსიკოსი ნინო ქათამაძე სტუმრობდნენ.

– გაგა, რა სიახლე აქვს წელს ფესტივალს „არტ გენი“?

– „არტ გენი“ საკმაოდ „ხანდაზმული“ ფესტივალია, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. ფესტივალს ყოველ წელს თავისი სიახლე აქვს დებიუტანტი შემსრულებლის ან ანსამბლის აღმოჩენის თვალსაზრისით. წლევანდელმა რეგიონალურმა „არტ გენმა“ სტარტი სურამში აიღო, დასკვნითი ღონისძიება მცხეთაში ჩატარდა, სიახლედ კი, ჯგუფი „ასეა სულ“ – ბათუმელი და-ძმის დუეტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც მთელი ბენდის ფუნქცია შეითავსა. ზოგადად, „არტ გენს“ ძალიან უყვარს აღმოჩენები და ჯგუფ „ფრანსაც“ სწორედ ფესტივალმა შეუწყო ხელი ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, სიახლე აქვს ჯგუფ „რეგიონსაც“, რომელიც 20 ივლისს წარმოადგენს ახალ ალბომს, 21-ში გჯუფი „ფრანი“ დაუკრავს, 22-ში ნინო ქათამაძე გაახარებს პუბლიკას, 23 ივლისს ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება, 24-ში კი, ფესტივალი ქართული ნაციონალური ბალეტის საღამოთი დაიხურება. სხვათაშორის, ჩვენს ფესტივალს ყოველ წელს ახალი სლოგანი აქვს, რომელიც წელს „დავუბრუნდეთ ტრადიციებს!“ იქნება.

– ნინო, რა პროგრამით წარსდგებით თქვენ ფესტივალზე?

– ეთნოგრაფიული მუზეუმი ისეთია ადგილია, სადაც წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რეპერტუარს, რადგან პროგრამის შედგენა არა ჩემზე, არამედ მსმენელზეა დამოკიდებული, რომელიც თვითონ ირჩევს სასურველ სიმღერას და როგორც არ უნდა მოვემზადოთ, ნებისმიერი საღამო მაინც იმპროვიზაციაა.

– როგორ ემზადებით კონცერტისთვის Black Sea Arena-ზე?

– ვფიქრობ, საღამო ძალიან მრავალფეროვანი და ემოციონალური იქნება, რადგან მე ყოველთვის გულიდან წამოსულ მუსიკას ვასრულებ, მითუმეტეს, რომ კონცერტში ჩემი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას და ერთად შევასრულებთ უამრავ საინტერესო კომპოზიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები