LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

At Last

„ორკესტრის ცოლები“ – ეს არის მიუზიკლი, რომლისთვისაც სიმღერა მარკ გორდონმა და ჰარი უორენმა დაწერეს. მუსიკალურ წარმოდგენაში ჯორჯ მონტგომერი და ენ რუსფორდი მონაწილეობდნენ. თავდაპირველი ჩანაწერისთვის, ასევე ფილმისთვის At Last გლენ მილერმა, ორკესტრთან ერთად დაუკრა, ვოკალური ნაწილი კი რეი ებერლიმ და ფეთ ფრაიდეიმ შეასრულეს.

ორმოცდაათიან წლებში ყველაზე მაღალ პოზიციას ჩარტებში მილერის მესაყვირის, რეი ენტონის ვერსიამ მიაღწია. ეს ჩანაწერი შტატების ბილბორდის პოპ სინგლების ჩარტში მეორე პოზიციაზე მოხვდა. სიმღერა შექმნიდან ოცი წლის შემდეგ რაილი ჰემპტონის არანჟირების ფონზე, ეტა ჯეიმსმა შეასრულა. ჰიტი ამავე სახელწოდების ალბომშია შესული და ოთხმოცდაათიანების ბოლოს მან ბინა, გრემის დიდების დარბაზშიც დაიდო. სამოციან წლებში ეტას კარიერაში, ეს ნომერ მეორე სინგლი და ამავდროულად სავიზიტო ბარათი იყო.

კიდევ ერთი ქავერი სელი დიონის სახელს უკავშირდება. დიონის შესრულება კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თავად მომღერალმა კი სიმღერასთან დაკავშირებით განაცხადა „ეს არის ჩემი გამარჯობა“.

საყოველთაოდ ცნობილი ჰიტი მოგვიანებით ბიონსეს ჰიტების გალერეაშიც გაჩნდა. At Last მომღერალმა პრეზიდენტ ობასმას პირველ საინაუგურაციო წვეულებაზე შეასრულა. ამბობენ, რომ ეტა შეურაცხყოფილი დარჩა რადგან სიმღერა ოცი წლით ადრე იმღერა, პრეზიდენტთან სტუმრობისას კი At Last ბიონსემ შეასრულა. ეს ვერსია შეიქმნა ფილმისთვის “ქადილაქ რექორდს”, რომელშიც ნოულზმა ეტა ჯეიმსი განასახიერა. ამავდროულად ცნობილია, რომ ჯეიმსი, ბიონსეს განსაკუთრებულად უყვარს. ბილბორდის ჯაზ სიმღერების ჩარტში At Last , რომელიც პოპ დივამ შეასრულა მეცხრე პოზიციაზე მოხვდა და ამ ჟანრის ჩარტში, ეს მომღერლის ერთადერთი სიმღერაა.

ჰიტი უამრავი ცნობილი ფილმის საუნდთრექია. At Last ისეთმა მომღერლებმა შეასრულეს როგორებიც არიან: ივა ქეასიდი, არეტა ფრანკლინი, სთივი უანდერი და სხვები.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი