LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავერსი“ არსებული აფთიაქების მოდერნიზებას და ქსელის გაფართოებას გეგმავს

14

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

16 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე და სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორი ქეთი მელაძე სტუმრობდნენ, რომელთაც კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ლალი, გაზაფხულზე სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურად იწყებენ ზრუნვას საკუთარ გარეგნობაზე. საინტერესოა, რას სთავაზობს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „ავერსი“ საკმაოდ ფართოდ, 237 აფთიაქითაა წარმოდგენილი მთელ საქართველოში, რომელთაგან 108 თბილისში, დანარჩენი 128 კი – ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია გადანაწილებული. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე და მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – შევთავაზოთ სასარგებლო და სასიამოვნო პროდუქტი მისაღებ ფასად, რაც რა თქმა უნდა გეოგრაფიულადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საგაზაფხულოდ „ავერსს“ მართლაც უამრავი აქცია და შეთავაზება აქვს, 1 მარტს ჩვენს სააფთიაქო ქსელში კოსმეტიკურ ბრენდებზე დაიწყო აქცია, რომელიც 20 მარტამდე გაგრძელდება. როგორც იცით, ჩვენს აფთიაქებში მედიკამენტებთან ერთად დიდი ხანია სახისა და სხეულის მოვლის უამრავი საშუალების შეძენა შეიძლება. ამჯერად, ცნობილი ფრანგული და იტალიური კოსმეტიკური ბრენდების ნაწრმთან ერთად, ჩვენს ერთგულ კლიენტს უამრავ სიახლეს შევთავაზებთ 50%-იანი ფასდაკლებით. გარდა ამისა, გვაქვს მორიგი სეზონური აქცია, ახლა როცა, ძალიან გავრცელებულია გრიპის ვირუსი, ჩვენს ქსელში 40%-იანი ფასდაკლებით შეიძლება გრიპისა და გაციების მედიკამენტების შეძენა, უახლოეს მომავალში კი, ალერგიის პროფილაქტიკის პრეპარატებს შევთავაზებთ, რადგან ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს, ვცდილობთ მოვერგოთ მათ სურვილებს და მინიმალურ ფასად შევთავაზოთ სასარგებლო, მათთვის საჭირო პროდუქტი. საერთო ჯამში, 2000-ზე მეტ კოსმეტიკურ ბრენდზე გვაქვს აქცია, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს კი, დამატებით 25%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე და 5%-იან ფასდაკლებას კოსმეტიკურ საშუალებებზე, თუმცა აუცილებელია „მტრედი-ბარათით“ სარგებლობა.

– ქალბატონო ქეთი, რაზეა ორიენტირებული „ავერსის“ მარკეტინგი, ანუ რა არის ქვენთვის ამოსავალი წერტილი?

– სხვა კომპანიების მსგავსად, „ავერსისთვისაც“ უმთავრესი მომხმარებელზე ზრუნვა, მისი ინტერესების გათვალისწინება და სურვილების დაკმაყოფილებაა, რადგან ჩვენ მხოლოდ მაშინ ვართ კმაყოფილი, როცა ჩვენი მომხმარებელია ნასიამოვნები. აუცილებლად ავღნიშნავ, რომ სეზონური აქციების გარდა, ჩვენს აფთიაქებში ყოველდღიურად მიმდინარეობს აქციები მედიკამენტებზე, მაგალითად, წამლის ერთი კოლოფის შეძენისას, შესაძლებელია მეორეს საჩუქრად მიღება ან 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა. ყოველთვის ვითვალისწინებთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მოთხოვნებს, რომელთაც ერთი და იმავე მედიკამენტის შეძენა უწევთ და გარკვეულ შეღავათებს მათაც ვთავაზობთ.

– „ავერსს“ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა დედების მიმართ და აქციებს შორისაც სწორედ მათზე გათვლილი შეთავაზებები ჭარბობდა. ამჯერად რა სიახლე გაქვთ დედებისთვის?

– დეკემბრის თვეში ერთი წელი შეუსრულდა ჩვენს პროექტს „დედების კლუბი“. რა თქმა უნდა, ყველა დედა პირველ რიგში შვილზე ზრუნავს და ხარჯიც უზარმაზარი აქვს. სწორედ მათთვის შევქმენით „დედების კლუბი“ და გამოვუშვით „დედების ბარათი“, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ფასდაკლებას ითვალისწინებს საბავშვო პროდუქციაზე, ქულების დაგროვების შემთხვევაში კი, მომხმარებელი უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებს არა მხოლოდ მოვლის საშუალებებზე, არამედ მედიკამენტებზე, ანუ რაც მეტი ქულა დაგროვდება, მით უფრო სოლიდური იქნება ფასდაკლება. აქვე ავღნიშნავ, რომ „მტრედი-ბარათი“ და „დედის ბარათი“ აბსოლუტურად ინტეგრირებულია ერთმანეთთან და ორივე ბარათის მფლობელიც ორმაგი შეღავათით სარგებლობს, რადგან „დედის ბარათის“ გამოყენებისას უკვე არსებულ ბონუსებთან ერთად „მტრედი-ბარათის“ უპირატესობასაც იღებს და ავტომატურად ერთვება გათამაშებაში.

– სხვა სიახლეებთან ერთად, მომხმარებელეს ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის საშუალებებსაც სთავაზობთ. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ამგვარი მომსახურეობა?

– ფეხის ტერფის სკანირების აპარატი 21 აფთიაქში გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომსახურება აბსოლუტურად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტერფის სკანირება, აპარატი კი, თავად შეაფასებს მის მდგომარეობას და მოამზადებს ობიექტურ მონაცემებს შესაბამისი სუპინატორის შესარჩევად. მსგავსი მომსახურებით, უფროსებთან ერთად, ბავშვებსაც თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა. გარდა ამისა, 5 აფთიქში თმისა და კანის ტიპის განმსაზღვრელი მობილური აპარატები გვაქვს, რომლებიც მუდმივად „მოგზაურობენ“ სხვადასხვა აფთიაქებში. მომსახურება ამ შემთხვევაშიც უსასყიდლოა.

– ქალბატონო ლალი, სამომავლოდ რა გეგმები აქვს „ავერსს“?

–  გეგმები მართლაც გრანდიოზული გვაქვს. პირველ რიგში, არსებული აფთიაქების მოდერნიზებას და ქსელის გაფართოვებას ვაპირებთ. გარდა  ამისა, ვგეგმავთ კოსმეტიკური პროდუქციის გამრავალფეროვნებას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას საკმაოდ მისაღებ ფასად. რაც შეეხება „მტრედი-ბართს“ – ეს მართლაც არაჩვეულებრივი პროდუქტია ჩვენი ერთგული, ლოიალური მომხმარებლისთვის, რომელიც 27 მარტიდან ბილეთის აღებას და გათამაშებაში ჩართვას შეძლებს, გათამაშება კი, 20 ივლისს გაიმართება საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზებით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები