LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავერსის“ უნიკალური პრიზი, რომლის მფლობელი 25 წლის განმავლობაში ყოველ თვე 1000 ლარით დაჯილდოვდება

23

გადაცემის ლაივი LIVE

2 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე და მარკეტინგის დირექტორი ქეთი მელაძე სტუმრობდნენ, რომელთაც „ავერსის“ აფთიაქებში შემოთავაზებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ლალი, რა სიახლეს უმზადებთ მომხმარებელს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში?

– სიახლე მართლაც უამრავია, პირველ რიგში კი, მტრედი ბარათის გათამაშებას ავღნიშნავ. ალბათ იცით, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს 25 წელი გვისრულდება, რაც საკმაოდ სოლიდური ასაკია ნებისმიერი კომპანიისთვის და რადგან იუბილეს აღნიშვნა მთელი წელი გადავწყვიტეთ, 2019 წელს 22 იანვარს, პირველი გათამაშებაზე მართლაც გრანდიოზული საჩუქარი –  5-ჯერ 10 ათასი, 25 ათასი და 50 ათასი ლარის პრიზები შევთავაზეთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ამასთანავე, გვექნება „ერთგულების ჯილდო“ – მართლაც უნიკალური პრიზი, რომლის მფლობელი 25 წლის მანძილზე ყოველ თვე 1000 ლარით დაჯილდოვდება. „ავერსს“ მართლაც უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომელიც მუდმივად სტიუმრობს ჩვენს ქსელს და ჩვენც სწორედ ასე ვცადეთ მადლიერების გამოხატვა.

– საინტერესოა, წელს როგორ ემზადებით დაბადების დღისთვის?

– (ლალი ბრეგვაძე) რა თქმა უნდა, 14 ნოემბერი ყველა „ავერსელისთვის“ სასიამოვნო დღე და მნიშვნელოვანი თარიღია, გვინდოდა მომხმარებლისთვისაც შეგვექნმა პოზიტიური განწყობა, ამიტომ ყოველი 24-ე „სტუმრისთვის“ 20-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი მოვამზადეთ,  რომლითაც ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს ჩვენს ქსელში, 14 ლარის და მეტის შენაძენზე – სასიამოვნო და რაც მთავარია, სარგებლო საჩუქარს მიიღებს, ექსკლუზიურ ბრენდებზე კი, 25%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ. სხვათაშორის, „ავერსი“ ერთადერთი აფთიაქის, სადაც სამკურნალო კოსმეტიკა იყიდება, სულ მალე კი, დეკორატიული კოსმეტიკითაც გავამდიდრებთ ჩვენს ასორტიმენტს.

– (ქეთი მელაძე) „ავერსს” საერთაშორისო დღესაწაულების აღნიშვნის დიდი ხნის ტრადიცია აქვს. მართალია, გერმანული დღეები უკვე დასრულდა, მაგრამ 11 ნოემბერს პოლონეთის ეროვნულ დღესასწაულს ავღნიშნავთ და სწორედ ამიტომ, 5 ნოემბრიდან აქციას დავიწყებთ – მომხმარებელს მაღალი ხარისხის პოლონურ მედიკამენტზე 23-33%-იან ფასდაკლებას, ჩვენი ექსკლუზიური ბრენდების სახის საცხსა და თმის მოვლის საშუალებებზე კი – 25%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ.

– (ლალი ბრეგვაძე) ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო დღესასწაულებს, არამედ საქართველოს ქალაქების დღეებსაც ავღნიშნავთ, როცა ადგილობრივ მოსახლეობას მშობლიური ქალაქის აფთიაქებში სრულ ასორტიმენტზე (მეტიკამეტის და კოსმეტიკის ჩათვლით) ვთავაზებთ ფასდაკლებას.

– ქალბატონო ქეთი, საახალწლო დღესასწაულებისთვის რა სიურპრიზს უმზადებთ მომხმარებელს?

– განსაკუთრებული პოპულარობით ჩვენს აფთიაქში „ტოპიკრემი” სარგებლობს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ქსელის გაფართოვებას სადაც ბრენდის ბევრად მრავალფეროვანი პროდუქცია გაიყიდება, ამასთანავე სულ მალე „ვიშის” ბრენდი შემოგვიერთდება, საახალწლოდ კი, მართლაც გრანდიოზულ ფასდაკლებას ვგეგმავთ  აღნიშნულ პროდუქციაზე, ამასთანავე გექნება უამრავი ცნობილი ბრენდის სასაჩუქრე ნაკრები.

– რამდენადაც ვიცი, სიახლე გაქვთ „უნიქარდის” მფლობელებისთვის?

– დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობთ „უნიქარდთან”, ამიტომ 12 ნოემბრიდან „უნიქარდით” არა მხოლოდ ქულების დაგროვება იქნება შესაძლებელი, არამედ ექსკლუზიურ ბრენდზე მუდმივ 10%-იან ფასდაკლებასაც შევთავაზებთ ბარათის მფლობელებს.

– რას უსურვებთ თქვენს მუდმივ მომხმარებელს?

– (ლალი ბრეგვაძე) მე ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ.

(ქეთი მელაზე) მე კი, ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები