LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Baby, I Love Your Way

ეს ის ჰიტია, რომლის მისამღერის პირველი ხაზი ყველამ ზეპირად იცის თუმცა, ბევრისთვის უცნობია, რომ სიმღერა Baby i love your way ინგლისელმა მომღერალმა პიტერ ფრამპტონმა დაწერა და პირველად სწორედ მან შეასრულა. ავტორი რომანტიკულ ბალადაში საყვარელ ქალს უმეორებს, რომ მასში ყველაფერი უყვარს და დღე და ღამე მასთან უნდა. ყველასთვის ცნობილი ჰიტი სამოცდაათიანებში გამოიცა და შევიდა პიტერის ალბომში, სახელწოდებით ფრამპტონი.

მოგვიანებით ლაივ ვერსია კომპოზიტორის მულტიპლატინურ ალბომში „ფრამპტონ ქამზ ალაივ შევიდა. ამ ჩანაწერმა პოპულარობა მალე მოიპოვა და ბილბორდის ცხელ ასეულში მეთორმეტე პოზიციის არდა, მესამე ადილი დაიკავა კანადის სინლების ჩარტში.
სიმღერის გამოცემიდან თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ ცნობილი მელოდიის ქავერი ამერიკულმა რეგეი/პოპ ბენდმა, ბიგ მაუნთენმა ჩაწერა. მაშინ ეს ჰიტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ის ბილბორდის ცხელ ასეულში მეექვსე პოზიციაზე მოხვდა. ხოლო დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით ჩანაწერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპული ქვეყნების პოპ ათეულებშიც მოხვდა.

სუპერპოპულარული ჰიტი რამდენიმე ცნობილი ფილმის საუნდთრექია და ის ისეთი შემსრულებლების ჰიტების გალერეაშა, როგორებიც არიან: უილ თუ ფაუერ; ჰიპნო მუსიქი/Hypnomusic; დაიანა როსი და სხვები.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=t8HTWZgd_UM

https://www.youtube.com/watch?v=O3v3hMeG_aQ