LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახვა ბრეგვაძე: “მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემზე მხოლოდ კეთილ ჭორებს იგონებს”

21

16 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ბახვა ბრეგვაძე სტუმრობდა.

ბახვა ბრეგვაძემ, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალით ”ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო და ბევრს მსახიობი ჰგონია, სინამდვილეში საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისში,  სტრასბურგში კი, ბაკალავრიატი დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით. არის ჟურნალის ”კულინ-არტი” დამფუძნებელი. ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით, ამიტომ დასვენება პასიური ურჩევნია. ბევრი ხანმოკლე გატაცება, ჰქონია, თუმცა ნამდვილი სიყვარული ჯერ არ გამოუცდია. ქალში ყველაზე მეტად ბუნებრიობას და ინტელექტს აფასებს. უყვარს კინო და თუ ფილმი კარგადაა გაკეთებული და კარგი მსახიობები თამაშობენ, თითქმის ყველა ჟანრს სიამოვნებით უყურებს. საყვარელ ფილმებს შორის ბახვამ ”მექანიკური ფორთოხალი”, ”ფოტოგადიდება” და ”მთელი ეს ჯაზი”, დაასახელა, რომელთა ყურებაც მისივე განცხადებით, არასდროს  მობეზრდება.

– ბახვა, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და სასურველი სტუმარი ხართ, როგორ ახარხებთ, რომ თქვენზე არასდროს ვრცელდება არასასიამოვნო ჭორები?

– თვითანაც არ ვიცი. თუმცა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემზე მხოლოდ კეთილ ჭორებს იგონებს.

– ძალიან ხშირად ჩნდებით ეკრანებზე, მაყურებელსაც ყველგან შეუძლია თქვენი ნახვა, როგორ ასწრებთ ამდენი საქმის ერთად კეთებას?

– მართლაც ყველგან ვჩანდი, უხერხულობა ვიგრძენი და პატარა ტაიმ-აუტი ავიღე. ყველა შემოთავაზებას აღარ ვთანხმდები, რადგან ძალიან არ მინდა თავი მოვაბეზრო მაყურებელს.

– როგორ მოგწონთ პოპულარობა?

– სიცრუე იქნება თუ ვიტყვი რომ არ მომწონს. მიხარია, როცა ყველა მიღიმის და ჩემთვის სასიამოვნოს თქმა უნდა. პოპულარობა საერთოდ არ მაწუხებს, თუმცა ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, ის საქმე ვაკეთო, რომელიც მომწონს და თუ ეს პოპულარობის მომტანი იქნება, არც ამაზე ვიტყვი უარს.

– თაყვანისმცემლები თუ გაწუხებენ?

– შეწუხება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა სასაცილო ისტორიები ბევრი ყოფილა.

– როგორი გოგონები მოგწონთ?

– ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს. შარმიანი გოგონები მომწონს, შეიძლება ლამაზი არ იყოს, მაგრამ შარმი მაინც უნდა ჰქონდეს.

– ვინ ან რა გეხმარებათ კარგი განწყობის შექმნაში, როცა ცუდ ხასიათზე ხართ?

– ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი მაქვს გამომუშავებული. დიდხანს არასდროს ვარ ცუდ ხასიათზე, ვცდილობ საკუთარი განწყობა სხვას არასდროს მოვახვიო თავს და მდგომარეობიდანაც ყოველთვის თვითონ გამოვდივარ.

– მალე თქვენს ერთ-ერთ ჟურნალში ცნობილი ფრანგი მწერლის და კრიტიკოსის ფრედერიკ ბეგბედერის ინტერვიუ დაიბეჭდება. როგორ შეძელით ყველასთვის საყვარელი მწერლის გაცნობა?

– ”კულინ-არტის” გარდა კიდევ ერთი ჟურნალი ”12” გვაქვს. მისი მთავარი განმანსხვავებელი სხვა ჟურნალებისგან ისაა, რომ არ ჰყავს მუდმივი რედაქტორი და ყველა ნომერს თავისი მოწვეული რედაქტორი ჰყავს. ჩვენთან უკვე თანამშრომლობდნენ ნინო დარასელი, ნიკა რურუა, ჯიჯი რეჯინი, ილუშა და ნინო სუხიშვილები, ბოლო ნომრის რედაქტორი ოლიკო ბაბლუანი იქნება. სწორედ მისი ინიციატივით შედგა ინტერვიუ ბეგბედერთან, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო, რაც მთავარია ექსკლუზიური იქნება. გარდა ამისა, ამავე ნომერში გამოქვეყნდება ცნობილი მოდელის ბაჟინა პანიკის ფოტოსესია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არავის დატოვენბს გულგრილს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ერთ ფილმზე უკვე დამტკიცებული ვარ, ძალიან საინტერესო ფილმის გაკეთებას ვგეგმავთ, თუმცა ჯერ დაფინანსებას ველოდებით.

გადაცემის ჩანაწერი

Untitled-3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები