LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Beautiful

სიმღერა სილამაზეზე, თავდაჯერებულობასა და კომპლექსებზე ფორ ნონ ბლონდსის ვოკალისტმა, ლინდა ფერიმ დაწერა. ის გახლავთ როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის ავტორი. Beautiful ქრისტინა აგილერასთვის შეიქმნა და დღეს უკვე ცნობილი ჰიტი, მომღერლის მეოთხე ალბომის ყველაზე პუპულარული სინგლია! როგორც აგილერამ აღნიშნა, სიმღერა განსაკუთრებული გრძნობით ჩაწერა და ემოციური სიმღერა ალბომის მთავარი თემაა… თავდაპირველად პერიმ სიმღერა საკუთარი თავისთვის დაწერა. მოგვიანებით მელოდია ფინქს მოასმენინა, თუმცა, საბოლოოდ ლინდამ სოლო კარიერაზე უარი განაცხადა და როცა გაილერა სტუმრად ეწვია, სიმღერა სწორედ მას აჩუქა. ცნობილია ისიც, რომ ამ ფაქტმა ფინქი გააღიზიანა.

კრიტიკოსებმა ცნობილ სიმღერას გამოსვლისთანავე უნივერსალური უწოდეს. მათივე აზრით ეს აგილერას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია. ცნობილმა ჰიტმა გრემიც დაიმსახურა ქალის, საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულებისთვის. სიმღერა ნომინირებული იყო წლის სიმღერის კატეგორიაშიც. როგორც ამბობენ სიმღერა კომერციულადაც წარმატებული იყო და ის ავსტრალიის, კანადის, ბელგიის ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციებზე აღმოჩნდა. აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში ჰიტმა მეორე პოზიცია დაიკავა.

სუპერპოპულარული ჰიტი ჟღერს სატელევიზიო სერიალში „ექიმი ჰაუსი“, რომლისთვისაც სიმღერა ელვის კოსტელომ ჩაწერა.

დროთა განმავლობაშ სიმღერა სექსუალური უმცირესობების ჰიტადაც იქცა. აილერას სიმღერისთვის კლიპი ჯონას აკერლუნდმა გადაიღო, რომლის ნამუშევარმაც მომღერალს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა პოზიტიურად გადმოცემული სექსუალური უმცირესობების წარმომადენელთა ურთიერთობების გამო.  მოვიანებით როლინ სთოუნმა და ვი ეიჩ უანმა სიმღერა 2000იანი წლების მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად აღიარეს.

მსოფლი მასშტაბის ჰიტი ისეთმა მომღერლებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან: დევიდ არჩულეტა; ქენი ჯი და ჩაკა ჰანი, ჯორდან სმიტი და სხვები.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი