LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბროლაძე: „მზის სხივამდე – ახალი კლიპის პრემიერა 2 ოქტომბერს შედგება“

„ეს არის მაიკო კაჭკაჭიშვილის და აჩი ვანიშვილის (ძვალი) ერთობლივი ნამუშევარი. სიმღერა „მზის სხივამდე“ საკმაოდ მოკლე დროში ჩაიწერა. ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. მაიკოს და ძვალს დიდი მადლობა იმისთვის, რომ არაფერი დაიშურეს იმისთვის, რომ   გამოსულიყო ნამდვილად თანამედროვე და მაღალი ხარისხის ნამუშევარი. სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩაიწერა. მადლობა მას და მასტერინგის ავტორს, კობა მესხიას, რომელმაც საოცრებები ჩაიდინა. თავიდანვე გვქონდა იდეა, რომ ამ სიმღერაზე გაგვეკეთებინა ვიდეორგოლი. გარკვეული პაუზა კი გამომივიდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, ეს დაგვემართა. კლიპის გადაღება უკვე დავიწყეთ. კლიპის რეჟისორი თათა მეტივიშვილია. უნიჭიერესი ადამიანი, კინორეჟისორი. ოპერატორი – სალომე საღარაძე. კლიპში ძალიან მაგარი მოდელი მონაწილეობს, რომელიც სპეციალურად ამ კლიპის გადაღებისთვის ჩამოფრინდა. ეს არის მარიამ მჭედლიშვილი, რომელიც არის ულამაზესი გოგო, მოდელი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. იყო რამდენიმა ვერსია, მაგრამ საბოლოოდ მთავარი როლისთვის მარიამი შევარჩიეთ. ერთსაც დავამატებ. დიდი მადლობა დიზაინერ მარიშას, რომელიც სპეციალურად ამ კლიპისთვის ქმნის სამოსს. ესკიზები უკვე არსებობს. კლიპის გადაღებისთვის სამი ლოკაციაა შერჩეული. პირველი გადაღება უკვე დასრულდა. მორიგი გადაღებები უახლოეს მომავალში იგეგმება. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო კლიპი უნდა გამოვიდეს. ორ ოქტომბეს, ჩემი დაბადების დღეა და ამ კლიპის გრანდიოზული პრეზენტაცია ერთ-ერთ კინოთეატრში იგეგმება. ძალიან გახარებული ვარ იმიტომ, რომ ამ პროექტისთვის თითქმის ერთი წელი ვემზადებოდი. კარგი და ხარისხიანი პროდუქტი მარტივად არ იქმნება და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ საკმაოდ კარგი ნამუშევრით ვბრუნდები“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ბექა ბროლაძემ ახალი კლიპის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალმა მაიკო კაჭკაჭიშვილისა და აჩი ვანიშვილის სიმღერა უკვე ჩაწერა. გადაღებების დასრულების შემდეგ, ბექა ახალი კლიპის პრემიერისა და ახალი სიმღერის პრეზენტაციისთვის ემზადება.