LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი: ჩემი შეყვარებული ქართველია, თუმცა, ამსტერდამში ცხოვრობს

19

რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემაში  ”არტ-FM” ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ესტუმრა.  ახალგაზრდა ვირტუოზმა რადიომსმენელს ამერიკული ცხოვრების, სიყვარულისა და მომავლის გეგმების შესახებ უამბო.

სამი წლის იყავით, როცა მუსიკალური ნიჭი აღმოგაჩნდათ, ვინ იქონია გავლენა თქვენი პროფესიის არჩევაზე?

– მამაჩემი, რომელიც თვითონაც მუსიკოსია, გახდა ჩემი ნიჭის პირველი აღმომჩენი. ძალიან ადრე დავიწყე დაკვრა, თუმცა მთავარი მაინც იასაა, რომ დღეს მე მუსიკოსი ვარ და საკუთარ თავს ამ სფეროში მივაგენი.

– ხშირად პარტნიორობთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, ვის მიიჩნევთ საკუთარ მასწავლებლად?

– ყველასგან ბევრი ვისწავლე, თუმცა მაინც ჩიკ კორეას, სტენლი კლარკს და ლენი უაითს გამოვარჩევდი. მათთან მეგობრობა მაკავშირებს და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით.

– ვინმეს თუ შეუქმნია სპეციალურად თქვენთვის მუსიკალური ნაწარმოები?

– არა, ამისთვის ჯერ ადრეა.

– ქართველი მუსიკოსებიდან ვის მოგწონს ან არ მოგწონს?

– ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვინც რაღაცას აკეთებს და თავის სიტყვას ამბობს მუსიკაში. მე ვერავის შემოქმედებას ვერ გავაკრიტიკებ, თუმცა შემიძლია გავაკრიტიკო მათი მიდგომა მუსიკისადმი. ძალიან არ მომწონს, როცა ადამიანებს მატერიალური დამოკიდებულება აქვთ მუსიკის მიმართ.

– ბექა, რა ვერ მოგცათ საქართველომ ისეთი, რაც მოგცათ იმ ქვეყნებმა, სადაც ხშირად მოგზაურობთ?

– იმაზე, რაც თავის დროზე ვერ მომცა მე. ახლა მთელი ქვეყანა მუშაობს და ცდილობს ის გამოვიდეს, რაც ყველას გვინდა და გვჭირდება. უამრავი ახალგაზრდა წავიდა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ როგორც ჩანს მარტო ნიჭი და პოტენციალი საკმარისი არაა. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა შრომისმოყვარე მუსიკოსია, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარებონ ერთმანეთს გაზრდაში.

– გაგიჭირდათ თავიდან ამერიკაში ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა. მეტიც, რამდენიმე თვე დეპრესიაშიც ვიყავი. მანამდე ორჯერ ვიყავი ამერიკაში, თუცა დიდი ხნით არასდროს მიცხოვრია. უცხო გარემო იყო ჩემთვის, მაგრამ მალე შევეჩვიე, რაშიც პირველ რიგში მუსიკა დამეხმარა და ამერიკა ძალიან სწრაფად გახდა ჩემი მეორე სამშობლო.

– პირველმა ვინ მოგცათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა?

– ზუსტად არ მახსოვს, მემგონი ნონა შენგელაია იყო, რომელმაც მუსიკოსები შემირჩია ქართული დელეგაციისთვის მოწყობილ კონცერტზე გამოსასვლელად.  

12565398_10203980455711342_1317841752522229000_n– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავთ, რამდენად ხშირად ახერხებთ ურთიერთობას?

– ჩემი შეყვარებული ქართველია, თუმცა ამსტერდამში ცხოვრობს. ხშირად მაქვს ტურები ევროპაში, ამიტომ ურთიერთობაც კარგად გამოგვდის. საქართველოშიც ვიყავით ჩამოსული და საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად. სიყვარულის გარეშე მუსიკოსი ვერ იქნება მუსიკოსი, რადგან სწორედ ესაა მთავარი. ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედებაც ხომ სწორედ იმას ეძღვნება, რამაც მისი გონების ”ოკუპაცია” მოახდინა. რა თქმა უნდა, ურთიერთობამ არ უნდა გამოიწვიოს შემოქმედებითი უკუსვლა, თუმცა, ჩემგან ეს ყველაფერი ძალიან  შორსაა, რადგან მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ურთიერთობებში.

– ხშირად ამბობ სიტყვას ”მიყვარხარ”?

– ხშირად ვეუბნები მათ, ვინც მართლა მიყვარს.

– რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ?

– არავითარი რიტუალი არ მაქვს, უბრალოდ ძალიან არ მიყვარს ლოდინი. ყოველთვის მინდა სწრაფად გავიდე და დავუკრა.

– ვიცი, რომ ძალიან რეალისტი ხართ. მიუხედავად ამისა, ვინაა თქვენი საოცნებო მუსიკოსი, ვისთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდით?

– მართალია, ძალიან რეალისტი და ოპტიმისტი ვარ. თანამშრომლობით კი, სიამოვნებით ვიმუშავებდი სტივი უანდერთან.

– რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ ალბომზე?

– ახალ ალბომზე სტენლი კლარკის ბენდთან ერთად ვმუშაობ ბრიუსელში, რომელსაც სავარაუდოთ ”გრემის” პრემიაზეც წარვადგენთ. გარდა ამისა, კიდევ ორი პროექტი მაქვს, რომელთა განხორციელებას წელს ვაპირებ.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინცა ახლა იწყებს თავის შემოქმედებას?

– ვურჩევდი რაც შეიძლება მეტი იმეცადინონ და  მოუსმინონ მუსიკას. ყველას შეუძლია სასურველის მიღწევა თუ კონკრეტულ მიზანს დაისახავს, რადგან  ნებისმიერი მიღწევა, პირველ რიგში პროცესია, რომელიც ადამიანის ზრდას უწყობს ხელს.

87d31732-29db-4ede-9a48-180ddbc30a70– საქველმოქმედო ფონდის და ახალგაზრდა მუსიკოსების დაფინანსებას ხომ არ გეგმავთ?

– ეს ჩემი ოცნებაა. სხვათაშორის იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა და ჩემს უახლოეს მეგობარს ეკუთვნის. აუცილებლად გავაკეთებთ. ცუდი არ იქნება თუ ბიზნესმენებიც გამოიჩენენ ინიციატივას და ყურადღებას მიაქცევენ ნიჭიერ ახალგაზრდებს.

– რას თვლით თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად?

– წარმატებაა, რომ ვარ მუსიკოსი და უკვე შემიძლია ვისაუბრო საკუთარ მიღწევებზე. გარდა ამისა, წარმატებად ვთვლი იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვარდით არიან.

– უახლოეს მომავალში სად აპირებთ კონცერტების გამართვას?

– მარტში ვიწყებთ ერთთვიან საკონცერტო ტურნეს ბრატისლავაში, რომელიც ნიცაში დასრულდება.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები