Bésame Mucho

Bésame Mucho

“სიმღერა იმ დროს დავწერე, როცა თავად არავისთვის მქონდა ნაკოცნი და ვიცოდი, რომ ამბორი, ცოდვად ითვლებოდა“-იხსენებს მექსიკელი კომპოზიტორი, კონსუელო ველაზკესი, რომელმაც სიმღერა ორმოციან წლებში დაწერა. ბესამე მუჩო, ანუ მაკოცე გულუხვად, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლეროა. მუსიკოსი ქალი ესპანელი კომპოზიტორის, ენრიკე გრანადოსის კლასიკურმა ნაწარმოებმა შთააგონა და ასე შეიქმნა დღეს უკვე ცნობილი ჰიტი. ისტორიის მიხედვით კონსუელო 15 წლი იყო, როცა სიმღერაზე მუშაობა დაიწყო და როგორც ამბობენ ბესამე მუჩო მის გამოუცდელობასა და უმანკოებაზე მიუთითებს. სიმღერისთვის ორიგინალისგან განსხვავებული ინგლისურენოვანი ტექსტი, ამერიკელმა ლირიკოსმა, სანი სქაილერმა დაწერა თუმცა, სახელწოდება იგივე დატოვა.  

მექსიკელი ემილიო ტუერო კი პირველია  ვინც ბესამე მუჩო ჩაწერა, მაგრამ ლუჩო გატიკა ის მუსიკოსია, ვისი შესრულებითაც ბესამე მუჩო პოპულარული გახდა. სიმღერის ისტორიის ნაწილია ალის რობის ვერსია, რომელმაც ჰიტი სიყვარულის ენაზე, ერთადერთი ალბომისთვის ჩაწერა. მექსიკელმა პედრო ინფანტემ ინგლისურ ენაზე სიმღერა ორმოცდაათიანების დასაწყისში შეასრულა ფილმისთვის სრული სვლით წინ. მექსიკელმა მსახიობის, პედრო ვარგასის შესრულების შემდეგ ბესამე მუჩო ლათინური გრემის დიდების დარბაზშია! ამასთანავე ცნობილია, რომ ოთხმოცდაათიანების ბოლოს ბესამე მუჩო ყველაზე ხშირად შესრულებულ და ჩაწერილ სიმღერად აღიარეს.

მსოფლიო ჰიტი უამრავი ცნობილი ფილმის საუნდთრექია და ის ისეთი შემსრულებლების ჰიტების გალერეაშია, როგორებიც არიან:  დინ მარტინი, დაიანა ქროლი, ნატალი ქოული და სხვები.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

 

 

8 ოქტომბერი, 2016

სხვა ჩანაწერები