„ბიას“ონლაინკატალოგის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 24 500 ფუნქციონირებადი კომპანია, თუმცა მონაცემები ყოველთვიურად იცვლება და ფუნქციონირებადი კომპანიების რაოდენობაც www.bia.ge-ზე ზრდადია.
როგორც „ფორტუნას“ „ბიადან“ აცნობეს, რეგიონალური განაწილების მიხედვით, ტოპ სამი რეგიონი გამოიყოფა:
დანარჩენი რეგიონების გადანაწილება შემდეგნაირია:
რაც შეეხება მსხვილი კომპანიების გადანაწილებას:
როგორც გადაცემა „ბიზნესკურიერში“ „ბიას“ წარმომადგენელმა ნუცა ჩხეიძემ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, კომპანიების რეგიონალური გადანაწილება საკმაოდ არაპროპორციულია, თუმცა მსგავსი შედეგები მოსალოდნელია. ჩხეიძის თქმით, კომპანიების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის რაოდენობასთან, მოსახლეობის მსყიდველობით უნარსა და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალთან ბიზნესის განვითარების კუთხით. სწორედ ამ ფაქტორებით არის განპირობებული კომპანიათა მეტი წილის გადანაწილება 3 რეგიონში. ეს რეგიონებია: თბილისი, აჭარა და იმერეთი. მოქმედი კომპანიების 65% სწორედ თბილისში მოქმედებს.
„ბიაში“ ამბობენ, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან რეგიონალური განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც გაააუმჯობესებს რეგიონში ეკონომიკურ გარემოს, რადგან სტაბილური ეკონომიკური გარემო კომპანიების რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია.
18 ოქტომბერი, 2017