ბიტკოინის რეკორდული ფასი, ცვლილებები ნავთობის ბაზარზე და საქართველო

ბიტკოინის რეკორდული ფასი, ცვლილებები ნავთობის ბაზარზე და საქართველო

როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები სტაბილურია, სამაგიეროდ დოლარი განაგრძობს გამყარებას, რაც ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც ”ფორტუნას” ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, ნავთობის ფასის 60-65 დოლარის ფარგლებში დასტაბილურებას ოპეკის შეთანხმებამ შეუწყო ხელი, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური სიტუაციები საუდის არაბეთში, ლიბიაში, ნიგერიასა და ვენესუელაში. გარდა ამისა, როგორც წიქარიძე ამბობს, სრულიად ახალი ტენდენცია გამოიკვეთა-მსხვილი ამერიკული ნავთობმომპოვებლები ოპეკის მხარეს თამაშობენ, რათა გაყიდვებიდან დიდი შემოსავლები შეინარჩუნონ.

რაც შეეხება საფინანსო ბაზრებს, ანალიტიკოსის ინფორმაციით, ტრამპის ახალი საგადასახადო პოლიტიკის დამტკიცების შემდეგ , მომდევნო თვეების მანძილზე დოლარის გაძლიერებას ელიან. ამასობაში კი კრიპტოვალუტების ბაზარზე მორიგი რეკორდი მყარდება. ბიტკოინი 19 ათასიან ნიშნულზე დაფიქსირდა, ანუ 1 ბიტკოინი 19 ათასი დოლარი ღირდა, შემდეგ 14 000 $-მდე დაეცა, ახლა კი 16 000 $-ის ფარგლებაშია. ანალიტიკოსები შეთქმულების თეორიებზე უკვე ღიად საუბრობენ და ტრეიდერებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

8 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები