LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი სტუმრად “ბიზნესნიუსში”

5

5 მაისს რადიო „ფორტუნას“ და მაია მამულაშვილის გადაცემას „ბიზნესნიუსი“, ბიზნესის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უკვე მოხდა კერძო და საყოველთაო სადაზღვევო პაკეტების გაიმიჯნა, მაისიდან კი, ახალი ნორმა ამოქმედდა, რომელიც წლიურად 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

– ბატონო გიორგი, რამდენად აისახა ახალი ნორმის ამოქმედება სადაზღვევო პაკეტების გაძვირებაზე?

– სადაზღვევო პაკეტები თითქმის ყოველწლიურად ძვირდება, ზოგი რამდენიმე, ზოგი კი – მკვეთრად 30-40 ლარით. თუმცა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის მომსახურება თავიდანვე არ ითვალისწინებდა   იმ ხარჯების ანაზრაურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავდა, ამიტომ ასეთი პაკეტები ცალსახად გაძვირდება, რადგან თუ ადრე სადაზღვევო კომპანია1 ლარს იხდიდა, ახლა 1,5 ლარის გადახდა მოუწევს და ბუნებრივია ზედმეტი თანხის კომპენსიორება პრემიის ხარჯზე მოხდება. თუმცა, მხოლოდ ის პაკეტები გაძვირდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან იყო დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკება გაიმართება და საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვების მსგავსი სადაზღვევო პოლისი შეიქმნებოდა, რომელიც წინა პოლისის ანალოგი იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის შედგება, ის 25-27 ლარიანი პაკეტი, რომელზეც საუბარი იყო ძალაში დარჩება და მაშინ, ის ვისაც, წლიურად 40 ათასი ლარი აქვს შემოსავალი თავისუფლად შეძლებს ამ თანხის დაფარვას. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მაქსიმუმი და რაც მთავარია, ყველაფერი გონივრულად გაკეთდა. თუმცა, კარგი იქნება თუ მაქსიმალურად სწრაფად შეიქმნება ბაზა და ოპერატიულად მოხდება მოქალაქეების მონაცემების განახლება – თუ ვინ და რომელ პროგრამაშია ჩართულია, რადგან თავისუფლად შეიძლება ადამიანმა დაკარგოს სამსახური და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მისი დაზღვევის გარეშე დატოვება.

– არსებობს თუ არა რეალური მექანიზმი, რათა ცვლილებები მოქალაქეთა მონაცემებში არ დარჩეს უყურადღებოდ?

– სწორედ ახლა იქმნება ბაზა, სადაც ნებისმიერი, ვისი ხელფასიც შემცირდება, დაკარგავს სამსახურს ან უარს იტყვის დაზღვევაზე აუცილებლად აისახება ჯანდაცვის, დაზღვევის სისტემებში და დაუყონებლივ გაკეთდება ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი, რომ ადამიანს სჭირდება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. გასაგებია, რომ ბაზა უზარმაზარი ინფორმაციის მფლობელი იქნება ყველა დასაქმებულ და დაუსაქმებელ ადამიანებზე, სახელმწიფოს ყველას შესახებ უნდა  ჰქონდეს ინფორმაცია, რადგან თავისუფლად შეიძლება მოქალაქეს წლის დასაწყისში 41 ათასი ლარი ჰქონდეს შემოსავალი და არ ეკუთვნოდეს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, მერე კი, მოულოდნელად დაკარგოს ან შეუმცირდეს ანაზღაურება, სახელმწიფო კი, დაგვიანებით მხოლოდ წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით დაადგენს რამდენად ეკუთვნის მას საყოველთაო დაზღვევა. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, რომ არც მოქალაქე იყოს წლის მანძილზე თანხის მფლობელი და ვერც სახელმწიფომ მიიღოს ინფორმაცია ოპერატიულად, საბოლოოდ კი, ისევ მოქალაქე იქნება დაზარალებული, რომელიც სახელმწიფო პროგრამის გარეშე დარჩება.

– არსებობს თუ არა ამგვარი მონაცემების ოპერატიულად გაკონტროლების რესურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით?

– სადაზღვევო ცვლილებების პროცესი სწორედ იმიტომ გაგრძელდა, რომ ვერ ხერხდებოდა ელექტრონული ბაზის შექმნა. მილიონობით ჩანაწერის გაკეთება იყო საჭირო, რადგან  სწორედ ბაზაა გადამწყვეტი მოქალაქეთა  აღსარიცხად, სადაც მოქალაქის ყველა მონაცემი დაფიქსირდება და ჯანდაცვის სამინისტროც მყისერად დაინახავს მის ფინასურ და სოციალურ მდგომარეობას, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება და რომელი სერვისით სარგებლობს. ბაზის არსებობის შემთხვევაში ამგვარი საკითხების მოგვარება მეტად მარტივია იქნება. თუმცა, ვისურვებდი, რომ ბაზის მოწესრიგებამდე, გადაიხედოს მათი მონაცემები, ვისაც ავტომატურად შეუწტყდა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამ წლის 1 მარტიდან, რათა არავინ  დარჩეს დაზღვევის გარეშე, რადგან ქვეყანას არცერთი მოაქალაქე არ უნდა ჰყავდეს დაუცველი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები