LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Black Sea Arena-ს პროგრამა ერთნაირად დატვირთულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების გამოსვლებით”

4

4 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს Black Sea Arena-ს დირექტორი ანუკა კავლელიშვილი და ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი სტუმრობდნენ.

– ანუკა, საკმაოდ დატვირთული ზაფხული გაქვთ წელს. პირველ რიგში ქეთი მელუას სტუმრობას ავღნიშნავ. საინტერესოა, რა პროგრამით წარსდგება მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე?

– გეთანხმებით, ზაფხული მართლაც დატვირთულია. უამრავ საინტერესო ღონისძიებას გეგმავთ რომეთა შორის ერთ-ერთი ქეთი მელუას კონცერტი იქნება. საღამოზე, რომელიც „ისთერნ პრომოუშენთან“ ერთად ეწყობა, მუსიკოსი საკუთარ კლასიკურ რეპერტუარს წარმოადგენს და ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს შეასრულებს, სპეციალურ სტუმარად კი, გორის ქალთა გუნდი ეყოლება მიწვეული. მართალია, საღამო თბილიში ერთხელ უკვე გაიმართა, მაგრამ  Black Sea Arena-ზე განსხვავებული ფორმატით წარმოვადგენთ. ვფიქრობ, ჩვენი და „ისთერნ პრომოუშენის“ თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერი იქნება, მითუმეტეს, რომ Black Sea Arena და Check in Georgia საერთო პროექტს ახორციელებს – პრომოუტერებს საინტერესო პროექტების განხორციელების საშუალების აძლევს და გამომდინარე აქედან, ქართველი არტისტებიც უამრავ ღონისძიებას აწყობენ ჩვენი ხელშეწყობით.

– როგორ ემზადება შეკვეთილი წლევანდელი მუსიკალური სეზონისთვის, ახალი სასტუმროების გახსნა ხომ არ იგეგმება?

– წელს მართლაც იხსნება ახალი სასტუმრო და ვფიქრობ, შეკვეთილს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. გარდა ამისა, ვაპირებთ გრანდიოზული შადრევანის გაკეთებას, თუმცა, ჩვენთვის უმთავრესი მაინც პროგრამაა, რომელიც ნაციონალური ბალეტის საღამოთი გაიხსნება.

– ქალბატონო ნინო, როგორ ემზადებით კონცერტისთვის, რომელიც 15 ივლისს გაიმართება?

– ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ სცენაზე გამოსვლა, ამიტომ სრული შემადგენლობით ვესტუმრებით Black Sea Arena-ს. აქვე ვიტყვი, რომ წელს ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წელს ავღნიშნავთ და ნებისმიერი ჩვენი საღამო სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება. კონცერტში 100-მდე მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას, პროგრამაში კი, რამდენიმე ნომერს წარმოვადგენთ ახალი პროექტიდან. ნომერი „ცეკვა-თამაში“, რომელიც ნიაზ დიასამიძის კომპოზიციზე „რქაწითელი“ დავდგით, უკვე წარმოვადგინეთ თბილისში, თუმცა ეს უფრო საცდელი ჩვენება იყო. კიდევ ერთი ცეკვა „ოტობაია“ კი, არა ერთი კონკრეტული რეგიონის, არამედ ზოგადად ქართული ცეკვაა, რადგან ჩვენი ახალი პროექტი „ცეკვა ქართული“ ყველა ქართულ ცეკვას აერთიანებს. ვფიქრობ პროგრამა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მასში ძველი და ტრადიციული სტილი, უმცროსი ილიკო სუხიშვილის მოფიქრებულ ახალ და თანამედროვე მოძრაობებთანაა შერწყმული. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი სიმბოლურია და 10-დან 40 ლარამდე ღირს, VIP-დარბაზში კი, 60 ლარი იქნება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– გეგმა უამრავია, მითუმეტეს, რომ პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაწერილი გავქვს. მართლაც ძალიან დატვირთული საგასტროლო გრაფიკი გვაქვს და ისიც არ ვიცი, როდის დავბრუნდებით საქარელოში, ამიტომ ყველას ვისაც ჩვენი ნახვა  სურს, Black Sea Arena-ზე ვეპატიჟები 15 ივლისს.

– ანუკა, ქეთუი მელუას და ნაციონალური ბალეტის კონცერტების გარდა კიდევ რას შესთავაზებთ მაყურებელს?

– წელს Black Sea Arena-ს პროგრამა ერთნაირად დატვირთულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების გამოსვლებით. მოეწყობა ელტონ ჯონის და გორან ბრეგოვიჩის საღამოები, არანაკლებ საინტერესო იქნება ნინო ქათამაძის პროექტი, რომელიც სრულიად ახალი მუსიკალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები