LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Can’t Buy Me Love

„ვფიქრობ, შესაძლოა ყველაფერს განსხვავებული ინტერპრეტაცია მოუძებნოთ, მაგრამ როცა ამბობთ, რომ ჰიტი მსუბუქი ყოფაქცევის ქალზეა, ეს უკვე მეტისმეტია და ყოველგვარ საზღვარს სცდება. სიმღერის იდეა სხვაგვარია – მატერიალური, ფუფუნების საგანი კი კარგია, მაგრამ ვერ მეხმარება იმის მოპოვებაში, რაც ყველაზე მეტად მინდა.“-ასე უპასუხა პოლ მაკარტნიმ  ჟურნალისტებს მაშინ, როცა კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ნაწარმოები მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე იყო.

ბითლზის მეექვსე ალბომისთვის სინგლი მაკარტნიმ საფრანგეთში დაწერა.  ჯგუფი პარიზში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, „ჯორჯ V“ იმყოოფებოდა. უეცრად ერთ-ერთ ნომერში ფორტეპიანინო შეატანინეს და შეიქმნა მელოდია, რომელიც დღეს ყველამ იცის. მაშინ ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილი დაიკავა ბითლზის სინგლმა აი უანნა ჰოლდ იორ ჰენდ, რის შემდეგაც სამოციან წლებში, პეთ რეკორდსში ჩაიწერა Can’t Buy Me Love.  იმ დროს ბითლზი თვრამეტი დღის განმავლობაში კონცერტებს მართავდა თეატრში „ოლიმპია“.

ეს ერთ-ერთი პირველი პოპ სიმღერაა, რომელიც მისამღერით იწყება. იდეა ჯგუფის პროდიუსერს, ჯორჯ მარტინს ეკუთვნის. ბითლზის შემოქმედებაში ჰიტი ასევე ერთ-ერთი პირველია, რომელშიც ვოკალის მთავარ პარტიას ბენდის მხოლოდ ერთი წევრი, ამ შემთხვევაში პოლ მაკარტნი მღერის.

Can’t Buy Me Love ბითლზის მეოთხე ჩანაწერია, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე მოხვდა. სიმღერამ 27-ე ადგილიდან პირდაპირ პირველზე გადაინაცვლა. თუ თანმიმდევრობას გადავხედავთ, ბილბორდის ჩარტში, ბითლზის ჰიტებიდან, ეს ნაწარმოები რიგით მესამე პირველადგილოსანი სინგლი იყო და ლივერპულელმა მუსიკოსებმა ელვის პრესლის რეკორდი გააუმჯობესეს. ეს ის პერიოდია, როცა ასეულში პირველ ხუთ პოზიციაზე ბითლზის სიმღერები განაწილდა-პირველი ადგილზე Can’t buy me love მოხვა. მოგვიანებით ასეულში ჯგუდის 14 სიმღერა შევიდა. სამოციანი წლები ბითლზისთვის ტრიმფალური აღმოჩნდა, მუსიკოსებმა 7 სინგლი გამოსცეს, რომლებმაც ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავეს და მუსიკოსებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნეს. მსოფლიო ჰიტი Can’t Buy Me Love პირველ ადგილზე ხუთი კვირის განმავლობაში დარჩა. უკეთესი შედეგი ბითლზის მხოლოდ ორ სიმღერას ჰქონდა

ჟურნალმა როლინგ სტოუნ, 500ი საუკეთესო სიმღერის ნუსხაში ჰიტს Can’t Buy Me Love-ს 289-ე ადგილი მიუჩინა. ცნობილია ოფიციალური მონაცემებიც, გამოსვლის დღიდან, 2012 წლის ნოებრის ჩათვლით სიმღერის ორ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

მსოფლიო ჰიტის საუკეთესო ქავერ ვერსიები ისეთი შემსრულებლების ჰიტების გალერეაშია, როგორებიც არიან: ელლა ფიცჯერალდი, მაიკლ ბუბლე, ბრენდა ლი, ბიგ თაიმ რაში, უეინ ბრეიდი  და მრავალი სხვა.

სერ პოლ მაკარტნის სიმღერის ფრაგმენტს ასრულებს ჯიმ ქერიც ფილმში Yes Men

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

 

https://www.youtube.com/watch?v=aPBSwJBcJV4

https://www.youtube.com/watch?v=D3P9dXRpJP4