LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩიკორის“ უგემრიელეს პროდუქტებს მალე შოკოლადიანი ჩირის ასორტი დაემატება

14

17 თებერვალს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნეს-news“-მა ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის მარკეტიგინსა და ბიზნესის განვითარების მენეჯერს თაკო რაზმაძეს უმასპინძლა.

– თაკო, როდის დაარსდა კომპანია, სად მდებარეობს და რა არის თქვენი მთავარი მიმართულება?

– ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია 2015 წელს დაარსდა, ბაზარზე კი,  დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. საწარმო ქარელში, სოფელ სამწევრისში, ეკოლოგიურად სუფთა მდინარე ძამას ხეობაში მდებარეობს და ჩირთან ერთად ხილის წვენსაც აწარმოებს. გამომდინარე აქედან, ჩვენი მთავარი მიზანიც ესაა – მივაწოდოთ მომხმარებელს ნატურალური ქართული ნედლეულით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

– ამ დროისთვის რამდენი დასახელების პროდუქცია აქვს კომპნიას?

– ჩვენი ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება. დღეს 11 სახეობის პროდუქციით ვართ წარმოდგენილი, რომელთა შორისაა რამდენიმე ტიპის ჩირი, შოკოლადიანი ჩირის ჩათვლით, რომელიც ერთდროულად დიეტურიცაა, ნატურალურიც და სასარგებლოც და ვაშლის ნატურალური წვენი, რომელიც ქართული ვაშლის სხვადასხვა ჯიშისგან პირდაპირი გაწურვის მეთოდით მზადდება,100%-ით ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს.

– როგორ კონტროლდება ხარისხი თქვენს კომპანიაში და რა არის პროდუქციის მაღალი ხარისხის მთავარი გარანტორი?

– ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზადდება, რასაც ISO-22 000-ის სერტიფიკატიც ადასტურებს, რომელიც 2016 წელს მიიღო კომპანიამ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხსაა და აბსოლუტურად სანდოა სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით. სხვათაშორის, ISO-22 000-ის სერტიფიკატის მიღება არც ისე მარტივია, რადგან კომპანიაში ძალიან სერიოზულ მართვის სისტემებს მოითხოვს და წარმოების ყველა ეტაპზე პროდუქციის სრულ კონტროლს – როგორც ლაბორატორიულ ანალიზს, ისე ვიზუალურ დათვარიელებას ითვალისწინებს. ჩვენი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და შესაბამისად, ხილის გაშრობაც თანამედროვე მეთოდით ხორციელდება, რაც ყველა მინერალისა და ვიტამინის მაქსიმალურ შენარჩუნებას უწყობს ხელს. აუცილებლად უნდა ავღნიშნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დახმარება, რომლის წყალობითაც საწარმოს გადაიარაღება მოვახერხეთ და შევძელით საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხის მიღწევა.

– მოსახლეობის რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

– ჩვენი პროდუქცია საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი ანუ  მათთვისაა, ვინც აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს, რადგან სწორედ ესაა ჩვენი კომპანიის ფილოსოფიაც. კონკურენტებს თუ გადავხედავთ, მათი იმპორტირებული ჩირი შედარებით მაღალ საფასო სეგმენტზე წარმოდგენილია და ჩვენს პროდუქციასთან შედარებით ორჯერ ძვირია, მცირე მეურნეობაში, მაგალითად ოჯახში დამზადებული ჩირთან შედარებით კი, მართალია ჩვენი პროდუქცია ძვირი ღირს, მაგრამ ხარისხიც შედარებით მაღალია.

– სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

– კომპანია მხოლოდ ერთი წელია  ბაზარზეა და ჯერ ვერ მოვასწარით ჩვენი პროდუქციის მთელ ქვეყანაში წარმოდგენა. ერთგვარი „მოთელვა“ გავიარეთ აჭარაში, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ საცდელი პრეზენტაცია იყო, მომავალში კი, აუცილებლად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. რაც შეეხება თბილისს, ყველა მსხვილ პუპერმარკეტთან და ქსელთან ვთანამშრომლობთ, გეგმაში გვაქვს ჩვენი პროდუქციის ყველა პატარა მაღაზიაში შეტანაც, რადგან ძალიან ბევრი გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ ჩვენი ნაწარმი არაა ყველგან ხელმისაწვდომი.

– სამომავლოდ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს თქვენი კომპანია?

– ძალიან მალე ორ ახალ პროდუქტს წარმოვადგენთ. ერთ-ერთი პრემიუმ-ბრენდის შოკოლადიანი ჩირის ასორტი იქნება სასაჩუქრე შეფუთვით, რომელიც შდარებით მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, ვფიქრობთ ჩვენი ნაწარმის ექსპორტზე გატანას. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ძალიან მალე დუბაიში მივემგზავრებით გამოფენაზე, სადაც ჩვენს პროდუქციას წარმოვადგენთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები