LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცირა კობიაშვილი: „მიზანი – ჩვენი სახელი ევროპაშიც დავტოვოთ”

ამდენი ლოდინის შემდეგ 8 სექტემბერს გამოდის კლიპი; გადაღებები უფრო ადრე იყო, მაგრამ გაიწელა სამუშაო პროცესი; როგორც იქნა, ჩემთვისაც ცნობილი გახდა, რომ კლიპის პრემიერა რვა სექტემბერს შედგება; დღეს დაიდო ალბომის ფოტო, რომელიც მეც პირველად ვნახე; სიმღერის ავტორი კრის ტრეისია; კლიპზე უამრავი ადამიანი მუშაობდა; ჩემი და ჩემი თურქი პროდიუსერების მიზანია, რომ ჩვენ ევროპის ქვეყნებშიც გავხდეთ პოპულარულები და ჩვენი სახელი იქაც დავტოვოთ; იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩავიფიქრეთ; ამ ეტაპზე კონტრაქტის მიხედვით ვმუშაობ და თავად მიწერენ და მთავაზობენ სიმღერებს. მქონდა საუბარი მათთანაც, რომ დიდი სურვილი მაქვს ქართველი კომპოზიტორების სიმღერებითაც წარვდგე და რეპერტუარში მქონდეს ქართველი მუსიკოსების სიმღერაც; ჯერ არ ვერევი, რადგან გამზადებულ სიმღერებს მახვედრებენ, მაგრამ დეტალებში საბოლოოდ მაინც ვერევი; იმედი მაქვს საზოგადოებას სიმღერა და კლიპი მოეწონება” – ცირა კობიაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში კლიპის პრემიერის შესახებ ისაუბრა.