LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალპროცენტიანი სესხები და ახალი კამპანია კომერციული ბანკისგან

10

„ფინკა ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გვანცა კიკალიშვილი:

– რას ნიშნავს დაბალი სესხების კამპანია და რას მოიცავს

– ამ კამპანიამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია მომხმარებლებში, ზოგმა გრამატიკის              არცოდნაშიც დაგვადანაშაულა. დაბალი სესხი დავარქვით კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბევრ სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებლებს, განახლდა საპროცენტო განაკვეთები და საკმაოდ კონკურენტუნარიანი პროცენტი გვაქვს , დავხვეწეთ სერვისი, სესხის ასაღებად რამდენიმე წუთია საკმარისი

– როგორ ერთვება მომხმარებელი ამ კამპანიაში, ვინც კლიენტი არ არის, ის როგორ ახდენს კომუნიკაციას ბანკთან

–  შევქმენით ვებგვერდი ge , ასევე ჩვენი ბანკის ვებგვერდზე შეგიძლიათ განაცხადის შევსება, ერთი საათის განმავლობაში დაგირეკავენ ბანკიდან და დეტალურად გკითხავენ, რა გჭირდებათ, რამდენი ხნით, რა მიზნობრიობით

–  მიზნობრიობა არის თუ არა განსაზღვრული

–   შეგიძლიათ დააფინანსოთ მოგზაურობა, ან კონკრეტული ნივთის შეძენა. დაბალი სესხი არის მათთვის, ვისაც აქვს რაიმე ტიპის შემოსავალი, მიზნობრიობა არაა შეზღუდული, დაბალი არ ნიშნავს მცირე თანხას, ამაში შეზღუდვა არაა. სხვადასხვა ოდენობის თანხას სხვადასხვა პირობა აქვს

 –  კამპანია რა პერიოდზეა გათვლილი

–  ჩვენ ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ ახალ წელს, დაბალი სესხი სჭირდებათ მომხმარებლებს, ამიტომ კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება

 – დაბალი სესხის კამპანია თბილისის გარდა, ყველა რეგიონზე ვრცელდება? 

–  საქართველოს 35 ქალაქში ვართ წარმოდგენილი და ყველა ქალაქში შეგიძლიათ დაბალი სესხით ისარგებლოთ

–  მომხმარებლის მხრიდან ინტერესი როგორია, კამპანია 24 ოქტომბრიდან დაიწყო, რამდენად დიდია აქტიურობა

–  ამ ორი კვირის მანძილზე საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს კამპანია, ხმა მივაწვდინეთ მომხმარებლებს, ისინი ძალიან აქტიურობენ, ბევრი არაკლიენტი გვიკავშირდება, რომელიც პირველ რიგში გამოხატავს ინტერესს, თუ რა არის დაბალი სესხები, რაც რა თქმა უნდა , წარმატებაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები