LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებლები ახალი თანამშრომლების აყვანაზე უარს ამბობენ

შრომის ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა მცირდება. როგორც „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, ამ დროისთვის წინა თვესთან შედარებით კლება 15%-იანია და ეს, ძირითადად,  პოლიტიკურ მდგომარეობას, კერძოდ კი, არჩევნებს უკავშირდება.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, კომპანიის ინფორმაციით, უფრო მეტად აქტიურობა დამწყებ პოზიციებზეა, რითეილ სექტორში, კერძოდ, კი მოლარე-ოპერატორებზე, დაცვის თანამშრომლებზე. მაღალ პოზიციებზეკი, ამ ეტაპზე, მოთხოვნა ნაკლებია.

როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა დასაქმების სააგენტოში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ნოემბრიდან ეს ინფორმაცია ზრდის ტენდენციამ უნდა შეცვალოს.