LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების შესაძლებლობა “სდასუს” სტუდენტებისთვის

5

ინტერვიუ მაია თორდიასთან , „სდასუს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

რამდენი ხანია, რაც „სდასუ“ საგანმანათლებლო სფეროშია, როგორი იყო პირველი ნაბიჯები და განვითარების რა ეტაპები გაიარა „სდასუმ“ დაარსებიდან დღემდე

– „სდასუ“ 1991 წელს დაარსდა საქართველოს პატრიაქრის ლოცვა-კურთხევით. უკვე 27 წელია, რაც უნივერსიტეტი წარმატებულად ახორციელებს საგანმანათლებო საქმიანობას. თავდაპირველად საინჟინრო პროგრამები გვქონდა, „სდასუ“ ცნობილი იყო ასევე სამედიცინო მიმართულებით. დღეს ჩვენ გვაქვს სამართლის სკოლა, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიის, ბიზნეს- ორგანიზაციის და მართვის, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტურიზმის და საერთაშორუსო ურთიერთობების პროგრამები. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავიმატოთ ახალი პროგრამები. 2007 წელს განათლებაში შეტანილი წვლილისთვის „სდასუ,“ სოკრატეს ჯილდოც მიიღო.

რადგან სასწავლო პროგრამებზე ისაუბრეთ,  როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი

– სწავლის პროცესი დილიდან მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუნდეტების საღამოს 6-7 საათიდან, რადგან მუშაობენ. მედიცინის ფაკულტეტის სპეციფიკა ისაა, რომ მეორე-მესამე კურსის სტუდენტები სწავლებას კლინიკურ ბაზებზე გადიან. ჩვენ 22 წამყვან კლინიკასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული. ასევე გვაქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობას გადიან.

რაც შეეხება სტუდენტებისთვის შეთავაზებულ პირობებს, ამაზე რა ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ, მათ შორის სწავლის გადასახადთან დაკავშირებით

– მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან სტუდენტზე მორგებული გარემოა. მათ შორის სწავლის საფასურის გადახდის მხრივ ვითვალისწინებთ სტუდენტების მდგომარეობას. გადახდა ორ ეტაპად ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე სწავლის საფასურის გადანაწილება ხდება ზოგჯერ 10 ნაწილადაც. ასევე გვაქვს გარკვეული შეღავათები, დედამაშვილებზე, ან ცოლ-ქმარი თუ არიან, ისინი 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, გვაქვს ასევე სტიპენდიები , მიღებისას კი ვაცხადებთ, რომ თუ აბიტურიენტი ოქროს ან ვერცლის მედალოსანია, მას კიდევ დამატებით 20%-იანი ფასდაკლება აქვს.

რაც შეეხება პარტნიორ ორგანიზაციებს , ვისთან თანამშრომლობთ და რას ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობა

– ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან. თითოეულ პროგრამას თავისი სპეციფიკა აქვს. რაც შეეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტს, ჩვენ ჩვენი ტელევიზია გვაქვს,  სდასუ ტვ, ლიცენზია საერთო მაუწყებელობაზე გვაქვს აღებული და სტუდენტები იქ გადიან პრაქტიკას.

– ეს დასაქმებაზე რამდენად აისახება

– დამსაქმებელები მონაწილეობენ იმაშიც , რომ განსაზღვრონ მომავალში რა პრაქტიკული უნარების მქონე თანამშრომელი დასჭირდებათ. ამ მხრივ თანამშრომლობენ და მონაწილეობენ პროგრამის განსაზღვრის პოლიტიკაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები