LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება და დასაქმება ერთად – რას ვაკანსიებია ზამთრის კურორტებზე

ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნა, ძირითადად, ჰორეკასექტორზე იზრდება. როგორც „ფორტუნას“ დასაქმების სააგენტო „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა, ეს ძირითადად, განპირობებულია წინასაახალწო პერიოდით. მისივე ინფორმაციით, ვაკანსიების დიდი ნაწილი ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმრო-რესტორნებზე მოდის და სხვადასხვა სახისაა. გარდა ამისა, დასაქმების სააგენტოს ცნობით, ასევე იზრდება მოთხოვნა გაყიდვების მიმართულებით და საცალო სექტორში, მათ შორის მოლარე-ოპერატორებისა და კონსულტანტების პოზიციებზე. როგორც „ბიზნესკურიერს“ სააგენტოში განუცხადეს, ასეთი ტიპის ვაკანსიები დროებით სამსახურს გულისხმობს, თუმცა მათივე ცნობით, გამორიცხული არ არის, კომპანიებმა დროებით დასაქმებულებთან გრძელვადიანად ითანამშრომლოს.