LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი სიმღერის პრემიერით „არტ-FM“–ში

3

11 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს დათო გომართელი სტუმრობდა სიმღერის პრემიერით.

– ბატონო დათო, როგორც შეიქმნა სიმღერა „თოვს, ცივა, სადა ხარ“?

– სიმღერა საკმაოდ ძველი, თუმცა ძალიან სახალისოა და ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვმღეროდი მეგობრებთან ერთად. ტექსის და მუსიკის ავტორი ქალბატონი გიული დარახველიძეა, არანჟირება კი, დავით მალაზონიას ეკუთვნის. უამრავი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს სიმღერასთან და სწორედ ამიტომ გადვწყვიტე მისი გაცოცხლება და  თავიდან ჩაწერა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 14 ივლისს ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტში მივიღებ მონაწილეობას და ახალი სიმღერაც შვასრულებ. გარდა ამისა, ანსამბლის წევრეთან და ორკესტრთან ერთად, სწორედ ახლა ვმუშაობ კლასიკური მუსიკის რამდენიმე ნაწარმოებზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვა. 21 ივლისს წყნეთში გავმართავ კონცერტს, 22 და 30 ივლისს კი, ბათუმში წავრსდგები პუბლიკის წინაშე.

– თქვენი ქალიშვილი ხომ არ აპირებს მამის გზის გაგრძელებას?

– სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ შევთავაზე სიმღერის ჩეწარა, რომელიც გია გორდეზიანმა მის დაბადებას მიუძღვნა, თუმცა უარი მივიღე. დარიას ძალიან უყვარს ხატვა, ძერწვა და ვფიქრობ, პროფესიასაც თავად აირჩევს.

– წლევანდელი „ოქროს ტალღის“ კონკურსზე სიმღერა „ერთ რამეს გეტყვი“ თქვენი და ანსამბლ „შვიდკაცას“ შესრულებით წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა. ელოდით თუ არა გამარჯვებას?

– ნამდვილად არ ველოდით, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩვენი სიმღერა, რომელიც ძალიან პოპულარულია და ყველა თაობის მელომანს  უყვარს, გამარჯვებული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები